როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის ხიზილალა

642

სანამ ბადრიჯნის სეზონი არ დასრულებულა, გთავაზობთ მისგან ხიზილალის მომზადებას. ცნობილი “საზღვარგარეთული ბადრიჯნის ხიზილალა” ყოველ შემოდგომაზე ყოველდღიური და სადღესასწაულო მენიუს ჰიტად იქცევა ხოლმე. რეცეპტი ძალიან მარტივია, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სწორედ მის მიხედვით ამზადებს ჩემი დედამთილი ამ ხიზილალას, უკვე 35 წელია.

ჩემი აზრით, ბადრიჯნის ხიზილალა ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციული სლავური კერძია. იგი წვნიანი და არომატული გამოდის, თანაც, მოსამზადებლად უმარტივესი პროდუქტია საჭირო.

ბადრიჯნის ხიზილალის რეცეპტი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ბადრიჯნის ხიზილალის მომზადებას. თითებს ჩაატანთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 1 თავი ხახვი
  • 2-3 პომიდორი
  • 2-3 კბილი ნიორი (სურვილისამებრ)
  • 3 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ბადრიჯანი, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას. ეს იმისთვის, რომ ცხობისას ბადრიჯანი არ გასკდეს.

2. გამოაცხვეთ ბადრიჯანი ღუმელში 180 გრადუსზე, მომზადებამდე, შემდეგ აცადეთ შეგრილება, გაფცქვენით და გაატარეთ ხორცსაკეპში.

3. გარეცხეთ, გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი. აადუღეთ წყალი. დაასხით პომიდორს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1-2 წუთით. გადაღვარეთ წყალი, დაასხით ამჯერად ცივი წყალი და გააჩერეთ 1 წუთით. პომიდორი მარტივად გაიფცქვნება. დახეხეთ საშუალო სახეხზე.

4. მოთუშეთ ხახვი ზეთზე, მსუბუქ ოქროსფრამდე, ოღონდ არ დაგეწვათ. დაუმატეთ ბადრიჯნის პიურე და თუშეთ კიდევ 5-7 წუთით, მუდმივად ურიეთ.

5. დაუმატეთ ბადრიჯნის მასას პომიდორი, არ დაგავიწყდეთ მარილისა და პილპილის მოყრა გემოვნებით. სურვილისამებრ, დაუმატეთ სასურვლი სანელებლები. ჩემი დედამთილი ხმელ ქინძს უმატებს ხოლმე. კარგად მოურიეთ და თუშეთ კიდევ 3-4 წუთით.

ბადრიჯნის ხიზილალა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ეს რეცეპტი ნამდვილად ყველაზე მეტად მოგეწონებათ, რადგან კერძი ძალიან იაფი გამოდის და მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტებს მოითხოვს. ქმარი და შვილები მას კოვზებით მიირთმევენ, მე კი პურზე ვუსვამ და ბუტერბროდივით ვჭამ.

თქვენ გიყვართ ეს კერძი? რომელი რეცეპტით ამზადებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს