როცა საუბარი მწიფე ქლიავზეა, იგი, ხშირად, შოკოლადის კანფეტებთან, მურაბებთან ან კომპოტებთან ასოცირდება. ქლიავის ხე, რომელიც ზაფხულში უგემრიელეს ხილს გვაძლევს, გასაოცარი სახით გვაწვდის ნედლეულს როგორც მჟავე-ტკბილი, ისე ცხარე საწებლის სოუსის მოსამზადებლად. უცნაურად ჟღერს, სანამ არ გასინჯავთ, თუმცა, მერე იფიქრებთ, რომ სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო.
გემრიელი ცხარე სოუსი
ჩვენმა რედაქციამ იპოვა გემრიელი ცხარე ტყემლის რეცეპტი, რომელსაც მარტივად მოამზადებთ სახლის პირობებში. შეგიძლიათ, მავნე მინარევებით სავსე კეჩუპზე სამუდამოდ თქვათ უარი!
ინგრედიენტები:
- 2 კგ ქლიავი
- 1 თავი ნიორი
- 10 გ კარის სუნელი
- 3 ცხარე წიწაკა ჩილი
- შაქარი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ და კურკა გააცალეთ სათითაოდ ყველა ქლიავს. უმჯობესია, აიღოთ ნაკლებად მწიფე ნაყოფი. სანამ იგი მყარია, ჯერ კიდევ აქვს სიმჟავე, რომელიც ტკბილ-მჟავე საწებელში პიკანტური მარცვლის ფუნქციას შეასრულებს.
2. გაფცქვებით ნიორი, გარეცხეთ ჩილი და გააცალეთ თესლი – ეს მისი ყველაზე ცხარე ნაწილია. არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების ჩაცმა, არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ სახეს ცხარე წიწაკასთან მანიპულაციის დროს.
3. ნიორი, ქლიავი და წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში.
4. დაუმატეთ კარი, მარილი და შაქარი გემოვნებით, კარგად მოურიეთ.
5. ხარშეთ მასა ნელ ცეცხლზე 30 წუთით.
6. გააგრილეთ სოუსი და ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. თუ სოუსს ზამთრისთვის ინახავთ, მაშინვე შეინახეთ ქილები, ყველაფერი რომ არ შემოგეჭამოთ.
ასეთი სოუსი მომზადებისთანავე იჭმება. იგი შესანიშნავად ერწყმის შემწვარ კარტოფილს, მწვადს ან გამომცხვარ ხორცს. მაკარონთანაც მშვენიერ კომბინაციას ქმნის.
აი, როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი სოუსი სახლის პირობებში. ქლიავით შეიძლება ტყემლის სხვა, უფრო არომატული და სუნელებით გაჯერებული ვარიაციების მომზადებაც, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუ საწებელს ბალახებს დაუმატებთ, მიიღებთ ერთგვარი სიახლის ნოტებს. სასიამოვნო იქნება ზამთარში ქილის გახსნა და ასეთი გემოთი ტკბობა.
თქვენ რას ამზადებთ მწიფე ქლიავით? გაგვიზიარეთ რეცეპტები.