ტკბილეული ბევრი ადამიანის, მათ შორის, ჩემი სისუსტეცაა. კანფეტები, ტორტები, კექსები, შოკოლადები – ყველა ეს ტკბილეული ყოველთვის მოიძებნება ჩემს სახლში. თუმცა, ყოველ წელს, ზღვაზე წასვლამდე 1 თვით ადრე, ვიწყებ ფიგურის მოვლას. გემრიელობებზე უარის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, ამიტომ ვამზადებ დესერტს ფქვილის, შაქრისა და კარაქის გარეშე.
მოგეჩვენებათ, რომ ასეთი კერძი უგემური და ცარიელი იქნება, თუმცა ცდებით. ტკბილეული ნაზი და მსუყე გამოდის, ტექსტურა ძალიან ჰგავს “ჩიტის რძეს”. ხაჭოს დაბალკალორიული დესერტის 100 გრამში 100 კალორიაა.
ინგრედიენტები:
- 600 გ ხაჭო
- 100 გ თაფლი
- 2 ც კვერცხი
- 40 გ სახამებელი
- 1 მწიკვი ვანილინი
- 500 მლ რძე
- 20 გ ჟელატინი
მომზადება
1. დაასხით ჟელატინს 100 მლ რძე და გააჩერეთ 10 წუთით.
2. შეურიეთ კვერცხი, სახამებელი და დარჩენილი რძე, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. დადგით მასა საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. მასა რომ ადუღდება, ხარშეთ კიდევ 1 წუთით. კრემის გაგრილების შემდეგ, დაუმატეთ ვანილი და თაფლი.
ათქვიფეთ ხაჭო ბლენდერით და დაუმატეთ კრემს, ჩაასხით 60 გრადუსამდე გამთბარი ჟელატინით. ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
5. გადაასხით მასა ფორმაში, დაახურეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 6 საათით მაინც.
თუ დაბალკალორიული დესერტის დატკბობა გსურთ, დაუმატეთ თაფლი. შეგიძლიათ, კერძი მორთოთ ხილით ან კენკრით. ხანდახან, თავს უფლებას ვაძლევ, კენკრის ან შოკოლადის ტოპინგიც გამოვიყენო.
გემრიელად მიირთვით!