ეს სასაცილოსახელიანი ტორტი “ძველი კუნძი” დედაჩემისგან მახსოვს – ჯერ კიდევ პირველ კლასში ვიყავი, საკმაოდ ხშირად რომ მიცხობდა. ახლა კი ჩემი ქალიშვილი ლიზა, რომელიც სექტემბერს მესამე კლასში გადავა, სიამოვნებით მიირთმევს ამ გემრიელ დესერტს.
ამასთან, ამ ტორტის მომზადება ერთი სიამოვნებაა! “ძველი კუნძი” მოსამზადებლად მარტივი, გამოსაცხობად უპრეტენზიო და შესაჭმელად – სწრაფია. რაც მთავარია, ესაა გემრიელი, ნაზი და საკმაოდ დაბალკალორიული დესერტი.
ტორტი “ძველი კუნძი”
დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კეფირის ტორტის რეცეპტს არაჟნის კრემით. სულ ცოტა ძალისხმევა და ეს ლამაზმანი თქვენს სუფრაზე აღმოჩნდება.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 2 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა საყვარელი მურაბა (მოცვის ან ალუბლის ყველაზე კარგია)
- 1 ჭიქა კეფირი
- 2 ჩ.კ. სოდა
- 1.5-2 ჭიქა ფქვილი
- 5 გ მარგარინი
ინგრედიენტები კრემისთვის:
- 0.5 ლ არაჟანი
- 0.4 ჭიქა შაქარი
მომზადება
1. მოსახერხებელ ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ კეფირთან, სოდასთან და ფქვილთან შერეული მურაბა.
2. კარგად მოურიეთ ცომს. კონსისტენციით, იგი სქელი არ უნდა გამოვიდეს. ისეთი, კოვზიდან თავისუფლად რომ წვეთავდეს.
3. წაუსვით საცხობ ლანგარს მარგარინი და ჩაასხით ცომი. შეგიძლიათ 2 ფირფიტის გამოცხობა, მაგრამ მე მაღალ ფორმას ვიღებ და ვჭრი.
4. აცხვეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე, 25 წუთით.
5. დაყავით ფირფიტები 2 ნაწილად. მიიღებთ 4 ფენას. შეგიძლიათ, ფირფიტები სიროფით ან მურაბიანი წყლით გაჟღინთოთ.
6. კრემისთვის შეურიეთ ღრმა თასში შაქარი და სქელი არაჟანი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით, რათა ჰაეროვანი და დასვრეტილი კრემი მიიღოთ.
7. წაუსვით ტორტს კრემი და მორთეთ თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!
შეგიძლიათ, ტორტი გააფორმოთ ათქვეფილი ნაღებით, შოკოლადის მოსართავით, კაკაოთი, თხილით ან ბეზეთი. იმედია, ასეთი დესერტი უახლოეს დღესასწაულზე დაამშვენებს თქვენს სუფრას.