გახსოვთ ავიცენას ცნობილი ექსპერიმენტი ბატკნებით? მან ერთი სახეობის ცხოველები სხვადასხვა გალიაში მოათავსა და მათ ერთნაირად კვებავდა, ოღონდ ერთი ბატკნის გალიის მოპირდაპირე გალიაში მგელი შეიყვანა.
ბატკანი, რომელიც მტაცებელ ცხოველს ვერ ხედავდა, თავს ენერგიულად გრძნობდა და კარგად იკვებებოდა. მეორე, რომელიც მუდმივ სტრესულ გარემოში იმყოფებოდა, დეპრესიული გახდა და წონაში დაიკლო. ტყუილად არ ამბობენ, ნერვების, შურის, სიძულვილის და შიშიგან გამოწვეულ ყველა დაავადება დროზე ადრე ადამიანის სიკვდილს იწვევს.
ნებისმიერი ფსიქოლოგიური დისბალანსი ადრე თუ გვიან დაავადებას იწვევს. როგორ დავიცვათ თავი ნეგატიური ემოციებისგან? „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ დაამარცხოთ სტრესი და მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები, რომ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისთვის ადვილი ნადავლი არ გახდეთ.
სტრესის მკურნალობა
„როცა ადამიანი ნეგატიური ფიქრებისგან თავისუფლდება, არა მხოლოდ მისი განწყობა, არამედ თვითშეგრძნება უმჯობესება“, ირწმუნება რუმინელი პროფესორი კონსტანტინ დულკანი. ქრონიკული სტრესი, შფოთვის მუდმივი შეგრძნება, შური, სიძულვილი და ბრაზი ორგანიზმში PH დონეს მჟავისკენ ხრის და ადამიანს დაავადების, მათ შორის სიმსივნის მიმართ მაქსიმალურად დაუცველს ხდის.
დულკანის თქმით, ორგანიზმს დეპრესიაც ზიანს აყენებს: „ასეთი მდგომარეობა ანთების კერას იწვევს, იმუნიტეტს ასუსტებს და ადამიანი დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ადა სხვა მიკრობებისთვის ადვილი მსხვერპლი ხდება. შიშის გრძნობას ადამიანის სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია!“
პოზიტიური აზროვნება იმუნურ სისტემას აძლიერებს, ცხოვრებისეულ ენერგიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის, ლამაზ და ჯანსაღ კანს გვაძლევს. დულკანის თქმით, სტრესის მოშორება და ტვინის ბედნიერებაზე დაპროგრამება დამოუკიდებლად შეგიძლიათ! აი, რას გირჩევთ სპეციალისტი.
როგორ მოვიშოროთ სტრესი და დეპრესია
1. ნეგატიური ემოციების, სიბრაზის და შიშის გაკონტროლება სცადეთ. წვრილმანებზე არ გაბრაზდეთ და სხვების შეცდომებს გაგებით მოეკიდეთ. „თუ ადამიანმა შეცდომა დაუშვა, ვცდილობ ვაპატიო. უფრო მეტი აპატიეთ, რადგან პატიება PH დონეს ფიზიოლოგიურ დონეზე ტუტესკენ ხრის, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!“ – ამბობს დულკანი.
რა თქმა უნდა, სტრესის დაუყონებლივ მოშორებას ვერ შეძლებთ. თქვენ საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ. უბრალოდ გახსოვდეთ: უარყოფითი ემოციების თითოეული წამი თქვენს ორგანიზმში ათასობით უჯრედს კლავს.
2. მუშაობის დროს ყოველ საათში 10 წუთი შესვენებას დაუთმეთ: საზრუნავი დაივიწყეთ, ფიქრები მოიშორეთ და რაღაც სასიამოვნოზე გადაერთეთ. სასურველია შენობა დატოვოთ, რომ სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქოთ.
თუ ყოველდღიურ რუტინაში დახარჯულ ენერგიას არ აღადგენთ, მისი მუდმივი დახარჯვა ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. თუ ყოველდღე საკუთარ თავს მცირე დასვენებას აჩუქებთ, მალე სხვა რიტმით ისუნთქებთ.
3. ყავა ჩაით ჩაანაცვლეთ. გამათბობელი სასმელი ნელ-ნელა დალიეთ, თითოეული ყლუპით სიამოვნების მიღება ისწავლეთ. დროთა განმავლობაში ნებისმიერ პირობებში მოდუნებას და ტვინის ბედნიერებაზე დაპროგრამებას ისწავლით.
4. დაღლილობა და ქრონიკული სტრესი ხშირად თავის ტვინში ჟანგბადის დეფიციტით არის გამოწვეული. რელაქსაციის ყველა მეთოდი სუნთქვაზე ტყუილად დაფუძნებული არაა. „თვალებს რამდენიმე წუთით ვხუჭავ, ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვას ვაკეთებ და დაღლილობას გარეთ ვუშვებ. და ასე რამდენჯერმე.
თავის ტკივილის დროს აბებს არასდროს ვსვამ. უბრალოდ ვცდილობ მოვდუნდე. წარმოვიდგენ ბურთს, რომელიც სითბოს ასხივებს. ის გულიდან მოდის და თავისკენ მიემართება, სადაც ძლიერი ტკივილი მაწუხებს. ასე რამდენჯერმე წარმოვიდგენ და ტკივილი ქრება“ – წერს პროფესორი.
5. თუ გსურთ, რომ ჯანმრთელი იყოთ, აქტიური ცხოვრების წესი დაიცავით, სწორად იკვებეთ, სრულყოფილად დაისვენეთ და საუკეთესოს რწმენა არ დაგავიწყდეთ. საყვარელი საქმით დაკავდით, რომელსაც მთელი ვნებით შეასრულებთ, ყოველდღიური რუტინისგან გაქცევა სცადეთ. ბოროტი ფიქრები სიკვდილს იწვევს, ხოლო ბედნიერი – სიცოცხლეს განიჭებთ! ყოველდღე ბედნიერება ეძებეთ, რადგან ადამიანს ბედნიერება ისე სჭირდება, როგორც პური!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.