რულეტი ხაჭოს ცომითა და ვაშლის გულსართით

367

ვაშლი დახლებზე ყოველთვის უხვადაა, ესე იგი, მისი გამოყენებით რეცეპტი ზედმეტი არასდროს იქნება. თუ მოგბეზრდათ ღვეზელები, გთავაზობთ გემრიელი რულეტის მომზადებას. ხაჭოს ნაზი ცომი და ვაშლის წვნიანი გულსართი თხილით ნებისმიერი ადამიანის გულს დაიპყრობს, ვინც მას გასინჯავს.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ვაშლის სწრაფი რულეტის რეცეპტს. ორიგინალური დესერტის ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 120 გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 100 გ კარაქი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 1.5 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 4 ვაშლი
  • 20 გ კარაქი
  • 3 მუჭა ქიშმიში
  • 2 ს.კ. შაქარი

მომზადება

1. ცომის მოსამზადებლად, მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ დარბილებული კარაქი შაქარსა და ვანილს. ჩაზილეთ ყველაფერი ნიჩბით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. დაუმატეთ მასას კვერცხი და ხაჭო. კარგად მოურიეთ და ჩააცერით სოდა და ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი, შემდეგ დაამრგვალეთ იგი და დაახურეთ ხელსახოცი.

3. გულსართის მოსამზადებლად, გარეცხეთ და გაფცქვენით ვაშლი. დაჭერით კუბებად და მოათავსეთ საწრეტში. იქვე დაუმატეთ შაქარი და კარაქი.

ხარშეთ ვაშლი ნელ ცეცხლზე 10 წუთით, სითხის აორთქლებამდე. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ ქიშმიში, მოურიეთ.

4. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გააბრტყელეთ ცომი 0.7 სმ სისქის ფირფიტად. თანაბრად გადაანაწილეთ ცომზე გულსართი, შემდეგ დაახვიეთ რულეტად, ბოლოები დააწებეთ.

5. მოათავსეთ რულეტი საცხობ ლანგარზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტი უნდა დააფინოთ. წაუსვით რულეტს ათქვეფილი კვერცხის გული.

აცხვეთ დესერტი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.

6. სულ ესაა, ვაშლისა და ქიშმიშის რულეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს