გამოაცხეთ კარტოფილი ასე და სხვა რეცეპტებს აღარ განიხილავთ

2463

გინდათ, ოჯახის წევრები დაუჯერებლად გემრიელი ვახშმით გააოცოთ? მოუმზადეთ ეს კარტოფილი ბოსტნეულითა და ქათმით ღუმელში. დედაჩემი ამ კერძს უწოდებს “კარტოფილი მინისტრულად”, თუმცა, არამგონია, ეს კლასიკური რეცეპტი იყოს. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი ახლობლები ამ გემრიელობის მომზადებას ყოველ კვირას გთხოვენ.

კარტოფილი და ქათამი, ბადრიჯანთან, პომიდორთან და ბროკოლისთან ერთად, ყველის ხრაშუნა ქერქქვეშ ერთი დიდი სიამოვნებაა! ეს არამხოლოდ დაუჯერებლად გემრიელი, არამედ მსუყე კერძიცაა.

გამომცხვარი კარტოფილი ბოსტნეულით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს კარტოფილით, რომლის შემდეგ, შემწვარი კარტოფილისკენ აღარც კი გაიხედავთ.

ინგრედიენტები:

  • 5-6 კარტოფილი
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 1 ბადრიჯანი
  • 250-300 გ ბროკოლი
  • 3 პომიდორი
  • 100 გ ყველი
  • 80 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი და როზმარინი გემოვნებით

მომზადება

1. პირველ რიგში, გაფცქვენით და დაჭერით ბადრიჯანი თხელ რგოლებად. დაალაგეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 20 წუთით, წვენი რომ გაუშვას.

გაფცქვენით და გარეცხეთ კარტოფილი, შემდეგ ისიც თხელ სლაისებად დაჭერით. წაუსვით საცხობ ლანგარს ზეთი. დაალაგეთ თხლად დაჭრილი კარტოფილი.

2. დაჭერით ხორცი მცირე ნაჭრებად, დაალაგეთ კარტოფილზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

3. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით თხელ რკალებად. ბროკოლი დაყავით ყვავილედებად.

ხორცზე ჯერ დაალაგეთ ხახვი, მერე თანაბრად გადაანაწილეთ ბროკოლიც.

4. დაჭერით პომიდორი რგოლებად. დაალაგეთ კერძზე ბადრიჯანთან ერთად.

5. ზემოდან დაფარეთ დახეხილი ყველის ფენით, მოაყარეთ ცოტაოდენი ხმელი როზმარინიც. საბოლოოდ, წაუსვით მაიონეზის თხელი ფენა.

აცხვეთ კერძი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ კერძის ზედაპირზე წარმოქმნილი ოქროსფერი ქერქით. მე უმეტესად უფრო მეტხანს ვაჩერებ და ვიღებ ისეთ ქერქს, როგორიც ფოტოზეა.

6. სულ ესაა. კარტოფილი ბოსტნეულთან და ქათამთან ერთად მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თქვენ როგორ აცხობთ კარტოფილს? გაგვიზიარეთ საყვარელი რეცეპტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს