როგორ მოვამზადოთ კეჩუპი ნატურალური ინგრედიენტები

0
6508

ეს რეცეპტი დედაჩემმა მაშინ მომცა, როცა დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემს ქმარს მისი გამოგზავნილი კეჩუპი ძალიან მოეწონა და ყველა კერძს უმატებდა. თურმე, მისთვის იგი ერთ-ერთ თანამშრომელს მიუცია.

“კეჩუპი რომ გამოგივიდეს, ჯერ ხორცსაკეპში უნდა გაატარო და მერე მოხარშო”. – ჩავიწერე დედაჩემის კარნახით, შემდეგ კი მომზადებას შევუდექი. ჩემს ქმარს ექნება საყვარელი სოუსი ხორცისთვის და, რაც მთავარია, მწვადებსაც უფრო ხშირად შეწვავს.

როგორ მოვამზადოთ კეჩუპი ზამთრისთვის

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით კეჩუპის მომზადებას 4 კგ პომიდორისგან. სოუსი მთელი ზამთრით შეინახება და იმდენად გემრიელი გამოვა, თითქოს მაღაზიაშია შეძენილი.

ინგრედიენტები:

  • 4 კგ პომიდორი
  • 4 კგ ხახვი
  • 1 კგ ვაშლი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0.5 ჭიქა ძმარი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 მწიკვი დარიჩინი

მომზადება

1. ხახვი და ვაშლი გარეცხეთ და გაფცქვენით. პომიდორი უბრალოდ გარეცხეთ. დაჭერით თითოეული მათგანი 4-4 ნაჭრად. ყველაფერი ჩაალაგეთ სქელძირიან ქვაბში და ხარშეთ 2 საათით, თავღიად.

2. გააგრილეთ, შემდეგ გაატარეთ ვაშლი, ხახვი და პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში. შეგიძლიათ, ათქვიფოთ ბლენდერშიც, შემდეგ კი საცერში გაატაროთ. თუმცა, პირველი ვარიანტი უფრო მარტივია.

3. დაუმატეთ მასას შაქარი, მარილი, ძმარი, წიწაკა და დარიჩინი. დარიჩინი თუ გიყვართ, მეტის დამატებაც შეიძლება, არომატისთვის. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით.

აადუღეთ მომავალი კეჩუპი და ხარშეთ 15-20 წუთით.

4. ცხელი სოუსი ჩაასხით გასტერილებულ ჭურჭელში და მოხუფეთ. სულ ესაა, უგემრიელესი სოუსი მზადაა!

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ კეჩუპი ზამთრისთვის. რა თქმა უნდა, ცოტას იწვალებთ, თუმცა, შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. რეცეპტი დროითაა გამოცდილი!

უნდა აღვნიშნო, რომ ძმრის შეცვლა ლიმონის წვენითაც შეიძლება, ხოლო პომიდორი გაფცქვენით. აუცილებლად მოამზადეთ ეს სოუსი, თქვენი ოჯახის წევრები მას ნამდვილად მოიწონებენ.