სტუმრების მოსვლამდე 1 საათი დარჩა, ყავასთან მისაყოლებელი კი არაფერი გაქვთ? ჰმ, თავში ეგრევე ვაშლის ნამცხვარი მოგდით. თუმცა, არ გინდათ, რამე უფრო ორიგინალური მოამზადოთ? მითუმეტეს, რომ ახალი საზაფხულო ხილისა და კენკრის სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მოდით, დღეს რაღაც უჩვეულო მოვამზადოთ. დაე, ეს ქლიავის შარლოტა იყოს.
ჩვენი რედაქცია ახლა გაგიზიარებთ წარმატებულ რეცეპტს. იგი ბევრი რამის გამო მოგწონთ. პირველ რიგში, ქურასთან დიდხანს დგომა საჭირო არაა. მეორეც, ნაზი და გემრიელი ტკბილეული პირველივე ცდაზე გამოგივათ, გარანტიას გაძლევთ!
ქლიავის შარლოტა
ინგრედიენტები:
- 120 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 150 გ ხორბლის ფქვილი
- 150 გ შაქარი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 7-10 ქლიავი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება
1. პირველ რიგში, ათქვიფეთ დარბილებული კარაქი 120 გ კარაქთან და მარილთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ მასას კვერცხი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ ბლენდერით. უნდა მიიღოთ გლუვი, ერთგვაროვანი მასა.
2. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები კარაქისა და კვერცხის მასას. შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
3. 24 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვით კარაქი ან ზეთი. შემდეგ მოათავსეთ ცომი მასში და გაათანაბრეთ მთელ ფორმაზე.
4. ქლიავები გაჭერით შუაზე და აუცილებლად გააცალეთ კურკები. შემდეგ ხილი ცომზე დაალაგეთ, ჭრილით ზემოთ. ხილის რაოდენობა დაარეგულირეთ სურვილისამებრ, ყველაფერი ქლიავის ზომებზეა დამოკიდებული. არ გადააჭარბოთ, თორემ წვნიანს მიიღებთ.
5. ახლა მოაყარეთ შარლოტას შაქარი და დარიჩინი. შედგით ნამცხვარი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. მომზაების შემდეგ, აცადეთ დესერტს გაგრილება.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ შარლოტა კარაქის გარეშე, 4 კვერცხით მოამზადოთ აი ასე: დაყავით გულები და ცილები. ათქვიფეთ ცილა მყარი ქაფის მდგომარეობამდე. დაუმატეთ თითო ჭიქა ფქვილი და შაქარი, არ შეწყვიტოთ თქვეფა. შემდეგ დაუმატეთ მას კვერცხის გულები სათითაოდ და ხელახლა ათქვიფეთ. ბისკვიტი არ დაიტკეპნება და ძალიან ნაზი გამოვა.
გახსოვდეთ, რომ ღუმელი მომზადებამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე უნდა გაახუროთ. თუ იგი ცუდადაა გახურებული, ნამცხვარი უბრალოდ ზემოდან დაიწვება, შიგნიდან კი არასაკმარისად გამოცხვება. არ გახსნათ ღუმელი მომზადების დროს. ეს მის ტექსტურასა და გემოს ავნებს.