როგორ და რატომ უნდა მოამზადოთ კარტოფილი ქილაში

0
420

კარანტინის დროს, ბევრმა გადაწყვიტა ქალაქგარეთ წასვლა. ეს ბუნებაში დროის გატარებისა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საუკეთესო შსაძლებლობაა. მწვადების გარდა, სხვა ბევრი რამის მომზადებაც შეიძლება. მაგალითად, კარტოფილის. იგი ძალიან უხდება ხორცს. არსებობს კარტოფილის ქოთანში მომზადების ერთი ცნობილი რეცეპტი. თუმცა, აგარაკზე სპეციალური ქოთანი ყველას ვერ ექნება, ამიტომ შეგიძლიათ, იგი ჩვეულებრივი ქილით შეცვალოთ.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი განსხვავებულად

მას შემდეგ, რაც მომზადების ასეთი ხერხი გამოვცადე, სხვა ვარიანტებს აღარც კი განვიხილავთ. თავისი არსით, ეს უნიკალური მეთოდია: კარტოფილი არ მიიწვება და არც იხარშება. გამოდის ძალიან მსუყე და მადისაღმძვრელი კერძი. ხოლო, თუ მას ლორს ან ბეკონს დაუმატებთ, ჭამით ვეღარ გაძღებით.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 400 გ ლორი
  • 2 თავი ხახვი
  • 15 გ კარაქი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ კარტოფილი. პირველ რიგში, იგი გაფცქვენით, შემდეგ დაჭერით სასურველი ზომის კუბებად. თუ მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ, ბოსტნეული დიდ ნაჭრებად დაჭრათ.

2. ჩაყარეთ კარტოფილის ნაჭრები დიდ თასში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ზეთი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაჭერით გაფცქვნილი ხახვიც და შეურიეთ კარტოფილს.

3. ახლა მოამზადეთ ლორი: შეგიძლიათ მისი მწნილის გამოყენებაც. აგრეთვე, შეიძლება ლორის ჩანაცვლება ბეკონითაც.  თუ კერძს ამ პროდუქტს დაუმატებთ, მიიღებთ განსაკუთრებულ გემოს. დაჭერით ლორი, დაუმატეთ საერთო თასს და კარგად მოურიეთ.

4. ახლა აიღეთ მშრალი ქილები. თითოეულ მათგანს წაუსვით კარაქი. ეს იმისთვის, რომ კარტოფილი კედლებს არ მიეწებოს. ახლა გაავსეთ ქილები კარტოფილით. შემდეგ აიღეტ ფოლგა და მოახვიეთ კარტოფილის ქილას. შედგით ღუმელში და გაახურეთ 180 გრადუსამდე. ამზადეთ 50 წუთით. შეიძლება უფრო მეტხანსაც დატოვება, კარტოფილი რომ შეიბრაწოს, წვნიანი და არომატული გახდეს.

როცა კარტოფილი მზად იქნება, მაშინვე არ გამოიღოთ – ქილა შეიძლება გასკდეს. დაელოდეთ რამდენიმე წუთით, ღია ღუმელი რომ გაგრილდეს. კარტოფილის ასე მომზადება ძალიან მოსახერხებელია. სანამ სახლში სხვა საქმეებით ხართ დაკავებული, ღუმელში კერძი მზადდება. გემრიელად მიირთვით!