რატომ სთხოვენ ექიმები აზიდვების შესრულებას მოხუც ქალებსაც კი

0
360

ზოგიერთი ქალი შეცდომით თვლის, რომ ფიზიკური სავარჯიშოები მხოლოდ მამაკაცებს სჭირდება. ხოლო ის ქალბატონები, რომლებიც ვარჯიშობენ, მეტ ყურადღებას ფეხებისა და მუცლის კუნთებს უთმობენ. ძალიან ხშირად, უგულებელყოფენ აზიდვებს, თუმცა ამაოდ. ბევრი გოგონა წუწუნებს, რომ აზიდვა ძალიან რთულია. სხვები კი ასეთ სავარჯიშოს საერთოდ უაზროდ მიიჩნევს. აღმოჩნდა, რომ აზიდვები ძალიან დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. აზიდვების სარგებელს ჩვენს დროში ძალიან ცუდად აფასებენ.

რატომ უნდა გააკეთოთ აზიდვები

პირველ რიგში, ეს უბრალო სავარჯიშო ახდენს მკერდის კიბოს პროფილაქტიკას და აუმჯობესებს გულის მუშაობას. აგრეთვე, იგი აძლიერებს კუნთებსა და სახსრებს. ეს აქტუალურია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ხანში შესულთათვისაც. ცნობილი რუსი ექიმი და ტელეწამყვანი, სერგეი ბუბნოვსკი გვიხსნის, რომ სუსტი კუნთების გამო, ჩვენი გული მუდმივად დიდ დატვირთვას განიცდის. პროფესორის თქმით, ჩვენი სხეულის დაყოფა შეიძლება სამ პირობით ნაწილად.

პირველი ნაწილი – ფეხები და თეძოები, მეორე – წელი (კერძოდ, წელისა და მუცლის სწორი კუნთები), ხოლო მესამე – მკერდისა და ზურგის ზედა ნაწილის კუნთები. ბუბნოვსკი გვთავაზობს სპეციალურ სავარჯიშოებს სხეულის თითოეული ნაწილისთვის, ამასთან, ხაზს უსვამს აზიდვების საჭიროებას.

ექიმის თქმით, ეს სავარჯიშო უნდა შეასრულონ 70 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმაც. დატვირთვა რომ შეიმსუბუქოთ, აზიდვები თავიდან არა იატაკზე, არამედ კედელთან ან სკამზე შეასრულეთ.

პროფილაქტიკა

აზიდვები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკერდის ფორმას. საქმე ისაა, რომ მკერდის კუნთების ვარჯიში ვიზუალურად ადიდებს მკერდსაც. იგი წამოწეული და მკვრივი ხდება. დამატებით, აზიდვა ასწორებს სხეულის პოზას, რომელიც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიზუალური ეფექტის გარდა, აზიდვა ორგანიზმზე შიგნიდანაც დადებითად მოქმედებს. იგი ამცირებს ჰორმონ ესტროგენის დონეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის რისკს. ამ სავარჯიშოს, აგრეთვე, აქვს პროფილაქტიკური მოქმედება მასტოპათიისა და სხვა მრავალი დაავადების წინააღმდეგ.

აზიდვების დროს აქტიურდება ნეკნთშორისი კუნთები, რომლებიც გულისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შედეგად, ნახშირორჟანგის ჟანგბადით ჩანაცვლების პროცესი შესაფერისი სახით მიმდინარეობს. გარდა ამ ყველაფრისა, აზიდვის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეები. ეს ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას. მნიშვნელოვანი შენიშვნა: კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებმა აზიდვები მუხლებზე უნდა შეასრულონ.

როგორც მიხვდით, აზიდვები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო სავარჯიშოა, რომელიც რეგულარულად უნდა შეასრულოთ. ქალებისთვის კარგი იქნება კვირაში რამდენჯერმე ვარჯიში. ამ და სხვა სავარჯიშოების შესრულების დროს, არ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვა.

მნიშვნელოვანია კუნთების კონტროლი ვარჯიშის დროს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ წელს: აზიდვების დროს, მისი მოხრა არ შეიძლება. არ დახაროთ თავიც. აირჩიეთ საყრდენი, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. თუ დამატებითი კითხვები ან ფიზიოლოგიური თავისებურებები გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან მწვრთნელს. გისურვებთ ჯანმრთელობას.