გოგრა უკვე დახლებზეა, ესე იგი, შემოდგომა მოვიდა! მას ღიმილით ვხვდებით და უკვე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გამოვიზამთროთ. ჩვენს რედაქციას აქვს ერთი საინტერესო რეცეპტი გოგრის გამოყენებით, რომელიც სწორედ ზამთარში იქნება ყველაზე შესაფერისი. ხოლო ისინი, ვისაც მოთმენა არ შეუძლიათ, ფუნთუშების მომზადებას ახლავე უნდა შეუდგნენ.
პირადად მე, ამ დესერტის მომზადებას მთელი გულით გირჩევთ. გარწმუნებთ, ეს გოგრის მირთმევის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ვიცით, ბავშვებს დიდად არ უყვართ ეს ბოსტნეული, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი და გემრიელია. მოკლედ, ჩვენ შევიარაღდით ამ რეცეპტით და ახლა თქვენც გირჩევთ.
რა გავაკეთოთ გოგრით
გოგრის ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 500 გ გოგრის რბილობი
- 5 ჭიქა ფქვილი
- 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 100 გ კარაქი
- 150 გ შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- მწიკვი ვანილინი
- კვერცხის გული წასასმელად
მომზადება
1. პირველ რიგში, მოხარშეთ გოგრა. დაელოდეთ დარბილებამდე. მაინცდამაინც ნუ გადახარშავთ. როცა იგი მზად იქნება, ნახარში გადაღვარეთ ცალკე ჭურჭელში – დაგჭირდებათ. თავად გოგრა კი პიურედ აქციეთ.
2. სანამ ცომის მოზელას დაიწყებდეთ, აიღეთ 0.5 ჭიქა ნახარში და ჩააყარეთ საფუარი, აცადეთ 5 წუთით. შემდეგ დაუმატეთ სითხეს გოგრის პიურე, შაქარი, ვანილინი, მარილი და დადმნარი კარაქი. ურიეთ და თანდათან დაუმატეთ ფქვილი.
3. მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ რბილი და ელასტიური მასა, ამიტომ ცოტა ძალისხმევის დატანებაც მოგიხდებათ. შემდეგ დაახურეთ და დაასვენეთ 1 საათით. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოზილეთ.
4. ახლა გამოძერწეთ ფუნთუშები! დაჭერით ცომი პირობითად თანაბარ ნაჭრებად, ოღონდ ძალიან პატარებად არა. მიეცით სასურველი ფორმა და წაუსვით კვერცხის გული. დაალაგეთ გაცხიმულ საცხობ ლანგარზე. შეგიძლიათ, პერგამენტი გამოიყენოთ.
5. ღუმელში შედგმამდე, დაასვენეთ ფუნთუშები კიდევ 40 წუთით, ამასობაში კი ღუმელი 170 გრადუსამდე გაახურეთ. აცხვეთ დესერტი 20 წუთით (ან ორიენტირდით ფუნთუშების ფერის მიხედვით).
შეგიძლიათ, ფუნთუშებს მზესუმზირის ან გოგრის თესლიც დაუმატოთ (ან დაჭრილი თხილი). შეიძლება ცომში ჩაზელა ან ზემოდან მოყრა.
თქვენ რას ამზადებთ გოგრით? გიყვართ ეს ბოსტნეული?