როგორ გამოვაცხოთ უსაფუვრო პური კეფირით

0
466

თუ მაღაზიის პურის შემადგენლობისთვის ყურადღება მიგიქცევიათ, ალბათ, არაერთხელ შეუწუხებიხართ ნაკლებად სასარგებლო ინგრედიენტებს მასში. ამ მიზეზით, ხშირად, დიასახლისები პურს შინ აცხობენ, არასასურველი კომპონენტები რომ გამორიცხონ. პურის უამრავი რეცეპტი არსებობს, ამიტომ საუკეთესოს შერჩევა არც ისეთი მარტივია.

ჩვენი რედაქცია გაგიმარტივებთ ამ საქმეს და გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ არომატული პური ღუმელში, საფუვრის გარეშე.

უსაფუვრო პურის რეცეპტი

ამ ინსტრუქციის მიხედვით მომზადებული პური ყოველთვის გემრიელი და რბილი გამოდის. იგი შესანიშნავად ჩაანაცვლებს მაღაზიის მავნე პროდუქტს.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1-1.5 ს.კ. თაფლი/შაქარი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 2 ჭიქა (500 გ) ხორბლის ფქვილი
  • 1.5 ს.კ. ჭვავის ფქვილი
  • 10 გ შირბახტის თესლი
  • შვრიის დაფქული ფანტელი
  • 0.5 ჭიქა ქატო (სურვილისამებრ)

მომზადება

1. ჩაასხით თასში კეფირი, დაუმატეთ მარილი, სოდა, ზეთი და თაფლი/შაქარი. კეფირი შეგიძლიათ უცხიმო ან მაღალპროცენტიანი აიღოთ. კარგად მოურიეთ.

2. ფქვილის არჩევისას, იხელმძღვანელეთ თქვენი გამოცდილებითა და უპირატესობებით. ასეთი პურის მომზადება შეგიძლიათ მთლიანად ხორბლის ფქვილით ან წიწიბურის, სელის ან სხვა ფქვილებთან შერევით.მოკლედ, შეურიეთ ფქვილი კეფირის მასას თანდათან.

3. მოზილეთ ცომი კოვზით. ნუ დაუმატებთ ფქვილს, თუ ხედავთ, რომ ცომი ცოტათი თხევადია. მთავარია ნახოთ, რომ მიიღეთ ერთგვაროვანი მასა, ცომი კი საკმაოდ ფხვიერია და ხელსაც ეწებება.

4. მოაყარეთ დაფას ფქვილი და მოათავსეთ მის ზედაპირზე კოვზით ცომი.

5. ბოლოს შეუდექით პურის ფორმირებას. ცოტა ფქვილი მოაყარეთ და სასურველი ფორმა გამოძერწეთ.

6. დააფინეთ საცხობ ლანგარზე პერგამენტი ან ფოლგა და მოათავსეთ ცომი. გაუკეთეთ რამდენიმე ჰორიზონტალური ჭრილი დანით, პურის მთელ სიგრძეზე. შედგით 210-230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით.

ამ დროის გასვლის შემდეგ, შეამოწმეთ პურის მზაობა კბილის ჩხირით. გამოიღეთ მზა პური და დაახურეთ პირსახოცი გაგრილებამდე.

დარწმუნებული ვარ, ამ პურს რომ ერთხელ გასინჯავთ, მაღაზიაში მისი შეძენა აღარასდროს მოგინდებათ. შეგიძლიათ, ცომს დაუმატოთ მზესუმზირის ან გოგრის, სელის ან ჩიის თესლი გემოვნებით. ასე თქვენი პური უფრო სასარგებლო და გემრიელი გამოვა. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს!