სახლის გემრიელი ორცხობილები, რომლებიც სულ ახლახან გამოიღეთ ღუმელიდან, თითქმის საუკეთესო რამაა ჩაისთან მისაყოლებლად. მოსული სტუმრების გამასპინძლებაც უფრო სასიამოვნოა, როცა ღუმელში შინ გამომცხვარი ტკბილეული გეგულებათ, ვიდრე მაღაზიაში, ვინ იცის, რისგან მომზადებული პროდუქტით.
ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რბილი ორცხობილების რეცეპტს ვაშლით. ასეთი ნამცხვარი პოპულარულია იტალიურ სამზარეულოში, თუმცა გამოცხობის სიმარტივის გამო, ეს დესერტი ჩვენც ძალიან მოგვეწონა.
რბილი არომატული ორცხობილები
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 100 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილინი
- 100 გ კარაქი
- 300-350 გ ხორბლის ფქვილი
- 15 გ ცომის გამაფხვიერებელი
- 2 საშუალო ვაშლი
მომზადება
1. მცირე თასში ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. დაუმატეთ ვანილინი, შემდეგ ჩვეულებრივი შაქარი. ისევ ათქვიფეთ მიქსერით.
3. მიღებულ მასას დაუმატეთ გამთბარი კარაქი. კიდევ ერთხელ მოურიეთ.
4. ჩააცერით ნახევარი ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი. მოურიეთ, ჩააცერით დარჩენილი ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. გაფცქვენით ვაშლი. დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. ჩაყარეთ მიღებული ნაჭრები ცომში და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
6. ცომის ბურთულები ვაშლიანად კოვზით დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ლანგარზე. აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. გემრიელად მიირთვით!
ასეთი რბილი და გემრიელი ორცხობილა აუცილებლად გაალამაზებს მეგობრების შეხვედრას. მეტიც, ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 16 საშუალო კვერი გამოგივათ. სცადეთ მომზადება. ეს მარტივი რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ!