დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ მოამზადოთ დიეტური სალათი გოგრით. ამ კერძს უმარტივესი ინგრედიენტები სჭირდება, გემოთი კი რესტორნის სალათს მოგაგონებთ. ესაა იდეალური ვარიანტი როგორც წასახემსებლად, ისე საკვების სრულყოფილი მიღებისთვის მათთვის, ვისაც ფიგურის შენარჩუნება სჭირდება: მსუყე, დაბალკალორიული და ძალიან სასარგებლო.
გოგრის სალათი
ინგრედიენტები:
- 300 გ ნედლი გოგრა
- 1 საშუალო ფორთოხალი
- 50 გ სტაფილო
- 1 ვაშლი
- 1 ს.კ. არაჟანი ან ზეთი
- 3 ს.კ. გოგრის თესლი ან საყვარელი თხილი
მომზადება
1. სტაფილო, გოგრა, ვაშლი და ფორთოხალი გაფცქვენით. ფორთოხალი დაჭერით კუბებად, დანარჩენი კი დახეხეთ კორეული სტილით ან უბრალოდ მსხვილად.
2. შეურიეთ დახეხილი ინგრედიენტები, თეფშის კიდეებზე დაალაგებთ ფორთოხლის ნაჭრებს და მოაყარეთ სალათს თესლი ან თხილი. სხვათა შორის, შეგიძლიათ თაფლით მორთოთ. აგრეთვე, გემრიელი იქნება ქიშმიშით, კენკრითა და სხვა ხილით.
სალათი დაბალკალორიული, თუმცა საკმაოდ მსუყე გამოდის. 100 გ გოგრა მხოლოდ 28 კკალ-ს შეიცავს, სტაფილო – 32-ს, ვაშლი – 50-ს, ხოლო ფორთოხალი – 37-ს. ამიტომაც, მისი მირთმევა შეიძლება და საჭიროც კია არამხოლოდ მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ სტილს მისდევს, არამედ მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს.
გოგრის სეზონზე ასეთი სალათი შეგიძლიათ რეგულარულად მოამზადოთ. ამ კერძით ვახშმის ჩანაცვლება შეიძლება. ამ სალათში ბოსტნეული ნესვს მოგაგონებთ. მას არ აქვს სპეციფიკური სუნი ან გემო. პირიქით, კერძი ძალიან დახვეწილი და მსუბუქი გამოვა. ამიტომ, აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი და პირველივე შსაძლებლობაზე გაანებივრეთ თქვენი თავი ამ ვიტამინებით სავსე სალათით