წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ბურღულია. ამიტომაც მიირთმევს ამდენი ადამიანი მას რეგულარულად და მისგან სხვადასხვა კერძს ამზადებს. დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ წიწიბურა – ბურღულეულის დედოფალი.
როგორ მოვამზადოთ წიწიბურა სწორად
ხშირად დავობენ იმის შესახებ, უნდა გაირეცხოს თუ არა წიწიბურა მომზადებამდე. ვიღაც ამას უარყოფს, სხვა კი დარწმუნებულია, რომ საჭიროა, თანაც არაერთხელ. პირველი ჯგუფის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ გარეცხილი წიწიბურა, მომზადების შემდეგ, გემრიელი აღარ იქნება.
თუმცა, ჩვენ გვინდა შეგახსენოთ, რომ წიწიბურის შეკვრაში ხშირად ხვდება უხარისხო მარცვლები, მტვერი და კენჭები, ხოლო საწყობში ბურღულის შენახვის დროს, მას ქიმიური ხსნარებით ამუშავებენ. ამიტომაც, გაურეცხავი ბურღულის მოხმარება საშიშიც კია.
ცოტამ თუ იცის, რომ წიწიბურის მარცვლები შეიცავს ფიტინის მჟავას. იგი ხელს უშლის ბურღულისა და მისგან სასარგებლო ნივთიერებების (თუთია, კალიუმი) ნორმალურად ათვისებას. ამიტომ, წიწიბურა აუცილებლად რამდენჯერმე უნდა გარეცხოთ, თანაც ძალიან გულდასმით, სანამ წყალი სრულიად გამჭვირვალე არ გაუვა.
რაც შეეხება მწვანე წიწიბურას, რომელიც ძალიან უყვართ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს, ისიც აუცილებლად უნდა გაირეცხოს მომზადებამდე. გარეცხვის შემდეგ, შეგიძლიათ ბურღული 2-3 საათით მდუღარე წყალში ჩაალბოთ, რათა ცოტათი ამოცენდეს. ასე მწვანე წიწიბურა უფრო სასარგებლო გახდება.
წიწიბურის მოსახარშავად, იდეალურია მისი და წყლის 1:2 თანაფარდობა. ანუ, 1 ჭიქა წიწიბურა 2 ჭიქა მდუღარე წყალში უნდა ჩაყაროთ და ასე მოხარშოთ. შეაზავეთ ფაფა საყვარელი სანელებლებით, სოუსებით ან კარაქით. გემრიელად მიირთვით!