რატომ ეხმარება სამყარო მათ, ვინც მამლის პირველ ყივილზე დგება

825

ყოველ დილით 7 საათზე ვიღვიძებ, იქნება ეს სამუშაო თუ დასვენების დღე. ზოგს ეს უცნაურად ეჩვენება, ჩემთვის კი დისციპლინის კარგი მაგალითია. მომავალში კიდევ უფრო ადრე ადგომას ვგეგმავ, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოვასწრო. გააზრებული მაქვს, რომ ჩვევის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება.

დილით ადრე გაღვიძების ჩვევას ხშირად წარმატებულ ადამიანებს მიაწერენ. როგორც წესი, მათ სამსახურში მაღალი თანამდებობა უკავიათ და იციან, თუ რა სურთ ცხოვრებიდან. მათ რიგებში ჩარიცხვა გადაწყვიტა ფილიპე კასტრო მატოსმა, მარკეტინგის მენეჯერმა ლისაბონიდან. ბიჭის მიზანია, რომ 4:30 საათზე გაიღვიძოს. ჩვევის ჩამოყალიბების ვადა – 21 დღე. მოდით ვნახოთ, აქედან რა გამოვიდა!

ჩვევის ფორმირება

მხარდაჭერა

„დასახულ მიზანს რომ მიაღწიოთ, მხარდაჭერა გჭირდებათ“ – ამბობს ფილიპე. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები ყველაფერს შუა გზაზე ტოვებენ. თუ საკუთარი გეგმების და იდეების შესახებ ახლობლებს ეტყვით, ეს თქვენთვის სტიმული გახდება. მაგალითად, ჩვენი გმირი სოციალურ ქსელში (Facebook) მეგობრებს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა.

ახლობლები დაინტერესდნენ იმით, თუ რა ჩაიფიქრა ფილიპემ. კითხვები დაუსვეს და მას მხარი დაუჭირეს. თავის მხრივ, მას შეცდომების დაშვება და სისუსტეების ჩვენება არ აშინებდა. უფრო მეტიც, ის სხვებისთვის შთამაგონებელი გახდა. ეს კი აზარტს უფრო აღვივებდა.

გააზრებული მოქმედება

თუ ვინმეს ეტყვით, რომ დილით 4:30 საათზე გაღვიძება გსურთ, ალბათ, ვერავინ გაგიგებთ და საფეთქელთან თითს დაგიტრიალებენ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებას გონივრულად მიუდგეთ და ყველა რისკი გააცნობიეროთ. უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ ადრე ადგომა საკმარისი არაა. ამასთან ადრე უნდა დაწვეთ და კვებას ყურადღება მიაქციოთ. უცხო ხალხი ალბათ კითხვებს დაგისვამთ. მათ გააზრებულად და მოთმინებით უპასუხეთ.

ყველაფერი ურთიერთკავშირშია

„და როდის გძინავს?“ – ეკითხებოდნენ ფილიპეს მეგობრები. ბიჭმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. ხვდებოდა, რომ გაღვიძების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის იძინებს. ადრე ადგომის სურვილის გამო ძილის დროის შეზღუდვა არ შეიძლება. ასე მთელი დღე პროდუქტიულობას ვერ შეინარჩუნებთ.

საბოლოოდ, ჩვენი გმირი 21:30 ან 22 საათზე წვებოდა. ხარისხიანი ძილისთვის 6-7 საათი ყოფნიდა. უფრო მეტიც, 21 დღეში, სანამ ბიჭი ჩვევას აყალიბებდა, ცუდ ძილზე არასდროს დაუწუწუნია.

დაბრკოლებები

მიზნის მისაღწევად ყველა დაბრკოლება უნდა გადალახოთ. ეს აბსოლუტურად ნებისმიერ ჩვევას ეხება. ხშირად შეიძლება სხვებისგან გაიგონოთ, რომ მათ არაფერი გამოსდით. სინამდვილეში, დამნაშავე თავად არიან და მათი სიზარმაცე. უფრო მეტი ძალისხმევა გაიღეთ, დეტალური გეგმა მოიფიქრეთ, ჩაიწერეთ და მოქმედება დაიწყეთ.

ჯანმრთელობა

„დასაძინებლად 5 წუთი მჭირდება. კარგად მძინავს, თითქმის არ მეღვიძება. გასაღვიძებლად კი მაღვიძარას ერთი ზარი საკმარისია“ – აღნიშნავს ფილიპე. დარწმუნებულია, რომ ბევრი მზადაა ამისთვის ეშმაკს სული მიჰყიდოს. თუმცა ბიჭი ირწმუნება, რომ საქმე ცხოვრებისა და სხეულის მიმართ სწორ მიდგომაშია. ყოველდღე განსხვავებულად იკვებება, ვარჯიშობს და თავს მუდმივი საზრუნავით არ ავსებს. მისი აზრით, ცვლილებები წვრილმანებით იწყება.

გაღვიძება მკაცრად მაღვიძარის მიხედვით

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რას ნიშნავს გაღვიძების მომენტის გადადება. ჯერ 10 წუთით ამატებთ ძილს, შემდეგ კიდევ 10–ს, შემდეგ კი ნახევარი საათი გადის. მაგრამ ასე არ უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, ხარისხიან ძილს ვერ მიიღებთ და ცუდად დაიძინებთ. მეორეც, მთელი დღე თავს დაღლილად და დაქანცულად იგრძნობთ.

ხარისხიანი ძილი

ზოგს კარგად გამოსაძინებლად 8 საათი სჭირდება, ზოგს კი 6-7 საათი ყოფნის. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია და ძილის დღიური ნორმის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოძინებასა და წაძინებას შორის დიდი განსხვავებაა. სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაში დღე ნაყოფიერი ვერ იქნება.

დრო საკუთარი თავისთვის

ადრე ადგომისას საღამოს რამდენიმე საათს ათავისუფლებთ. ეს დრო შეგიძლიათ საყვარელ საქმიანობას და დასვენებას დაუთმოთ. მაგალითად, შეგიძლიათ მეგობრებს შეხვდეთ ან ახალი წიგნი წაიკითხოთ. ყველაფერი აუჩქარებლად და ზედმეტი საზრუნავის გარეშე.

ყურადღებას არაფერი გიფანტავთ

ასე ადრე ძალიან ცოტა თუ იღვიძებს. დილით მნიშვნელოვან საკითხებსა და სამსახურზე კონცენტრირებაში ხელს არავინ შეგიშლით. გარდა ამისა, ტელეფონი უწყვეტი შეტყობინებებით არ შეგაწუხებთ. თქვენ საქმიდან სხვა საკითხზე არ გადაერთვებით. ზოგადად, ირგვლივ სრული სიმშვიდე და სიწყნარეა.

ახალი გამოწვევები

მას შემდეგ, რაც ფილიპემ ადრე მუშაობა დაიწყო, გადაწყვიტა კვირაში სპორტული ვარჯიშების რაოდენობა გაეზარდა. თუ ადრე კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობდა, ახლა 4-5-ჯერ. ამასთან სავარჯიშო დარბაზში დილით ადრე, 2 საათიანი მუშაობის შემდეგ მიდიოდა. დილით ვარჯიში მოეწონა, რადგან ადრე საღამოს ვარჯიშის დროს დაღლილობას გრძნობდა.

ახალი აღმოჩენები

ადრე ადგომამ ფილიპეს ბევრ რამეს თვალი აუხილა. მან დაიწყო იმის შემჩნევა, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდა. რატომ არ დაიწყოთ დილა სირბილით?

ფილიპე კასტრო მატოსი აღიარებს, რომ მისი ექსპერიმენტი ყველას არ გამოადგება. ყველაფერი სამსახურზე, ოჯახურ მდგომარეობაზე, ოჯახის ან ბავშვების ყოლაზეა დამოკიდებული. დამატებითი გარემოებები ერთმანეთს ფარავს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ჩვევების ფორმირებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

თუ თქვენს ნებისყოფას ავარჯიშებთ და რაიმეს მიღწევა გსურთ, ეს ნამდვილად გამოგივათ. ამას გულწრფელად გისურვებთ! მზად ხართ ასეთი გამოწვევისთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს