მოშე ფელდენკრაიზი – ფიზიკოსი, ინჟინერი, პროფესიონალი ძიუდოისტი, გასაოცარი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო უამრავი ინტერესითა და გატაცებით. ტრავმირებული მუხლის აღსადგენი მოქმედი საშუალების ძიებისას, მან ნამდვილად შესანიშნავი მეთოდი შეიმუშავა მოძრაობის ასპექტში განათლებისა და თვითგანვითარებისათვის.
ფელდენკრაიზის მეთოდი – განსაკუთრებული მამოძრავებელი პრაქტიკაა, რომლის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს, აღიქვას თავისი სხეული მოძრაობის პროცესში, გაიუმჯობესოს ორგანიზმის ფუნქციონირება საერთო ჯამში და განავითაროს მისი შეუცნობადი შესაძლებლობები.
სავარჯიშოები, რომლებსაც ეს მეთოდი მოიცავს, გასწავლით საკუთარი სხეულის შეგრძნებასა და სწორად გამოყენებას. თუ ჯერ კიდევ თვლით, რომ მარჯვენა ფეხის ნეკა თითი უსარგებლოა, წაიკითხეთ ჩვენი სტატია და გამოიყენეთ პრაქტიკაში ახლად მიღებული ცოდნა.
ფელდენკრაიზის მეთოდი
ფელდენკრაიზის მეთოდი – ესაა სამკურნალო ფიზკულტურა, არა ტანვარჯიში და არც მასაჟი. ამ მარტივი მეთოდიკით დაკავება – ესაა შესწავლის პროცესი, რომელსაც თერაპევტული ეფექტი აქვს. მისი საფუძველია ადამიანის ნერვული სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების კომპლექსური აღქმა, ასევე, ფასდაუდებელი მეცნიერული მიდგომა.
“მენჯის ციფერბლატი” – ერთ-ერთი ძირითადი სავარჯიშოა დელდენკრაიზის მრავალმხრივი მეთოდიკიდან. გასაოცარია, თუმცა, სწორედ მენჯისა და მკერდის არეზე ზემოქმედება განსაზღვრავს სხეულის ბალანსა და მის მობილობადობას. მოძრაობა, რომელიც ამ მარტივი სავარჯიშოს დროს სრულდება, გვასწავლის მოძრაობების ფართო დიაპაზონში ბალანსისა და სიმტკიცის შენარჩუნებას.
ეს მარტივი გაკვეთილი საშუალებას გაძლევთ ჩვეული მოძრაობების შესრულების სრულიად განსხვავებულ გზას. ნელი ვარჯიშების შესრულების შემდეგ, სავარჯიშოები გახდება უფრო მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო. ამ სავარჯიშოს ყოველი მოძრაობა აუცილებლად უნდა შეასრულოთ ნელა, რბილად, დაფიქრებით, სხეულზე სრული კონცენტრაციით, რაც მთავარია, კომფორტის ზონიდან გაუსვლელად. შევუდგეთ?
დაწექით ზურგზე და კონცენტრირდით სხეულის შეგრძნებებზე, შემდეგ კი – ხერხემალზე: იგრძენით, როგორაა იგი განლაგებული იატაკზე, გრძნობთ თუ არა გარკვეული სახის ზეწოლას, გაწუხებთ თუ არა უსიამოვნო შეგრძნებები და დისკომფორტი. შეინარჩუნეთ კონცენტრაცია მთელი გაკვეთილის განმავლობაში და მიჰყევით ამ დაწვრილებით ვიდეო-ინსტრუქციას:
მორჩით? ადექით და გაიარეთ ოთახში. უნდა იგრძნოთ ცვლილებები ხერხემალსა და სხეულში, სიმსუბუქე და ტკივილის გაქრობა.
ფელდენკრაიზის მეთოდის სარგებელი
1. გააზრებული ფიზიკური სავარჯიშოები გვეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტაში: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების, კუნთოვანი სპაზმების, საბავშვო ცერებრალური დამბლის შედეგების, გაფანტული სკლეროზისა და, ზოგადად, ყველა იმ პათოლოგიის დროს, რომლებიც მოტორულ დარღვევებთანაა დაკავშირებული.
2. თქვენ დაიწყებთ საკუთარი სხეულის უფრო ღრმა აღქმას და გაიგებთ, რამდენად მსუბუქად და ბუნებრივად შეგიძლიათ მოძრაობა, მიუხედავად ასაკისა და ფიზიკური მზაობისა.
3. ამ მეთოდის ყოველდღიური პრაქტიკა დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში ცეკვის, საბრძოლო ხელოვნების, იოგასა და სხვა ნებისმიერი მოძრავი შემოქმედების კუთხით. იგი გეხმარებათ შეიგრძნოთ, თუ რამდენად აუცილებელია ამა თუ იმ მოძრაობის შესრულება დიდი მიზნების მისაღწევად.
4. რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი კომფორტის შემოღებაში. მაგალითად, გაქრება ტკივილი და კუნთოვანი დაძაბულობა კომპიუტერთან მუშაობის დროს, ხოლო კიბეზე ასვლა ჩვეულებრივ არაფრად მოგეჩვენებათ.
5. თვითონ მოშე ფელდენკრაიზი ამტკიცებდა, რომ თავისი მეთოდი საშუალებას იძლევა არამხოლოდ სხეულის სრულყოფის, არამედ მოქნილი, არასტანდარტული აზროვნებისა. მეთოდის ათვისებასთან ერთად, ადამიანი სწავლობს სწავლას.
მოძრაობები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. “მოძრაობა – ესაა ცხოვრება, ხოლო ცხოვრება – პროცესი. პროცესის ხარისხის გაუმჯობესებით, ჩვენ ცხოვრებას ვიუმჯობესებთ.” – ამბობდა დოქტორი მიშე. საკუთარი სხეულის შესაძლებლობების საზღვრების უვიცობით, თქვენ ასევე უსაზღვროდ განვითარება შეგიძლიათ.