რა მოვამზადოთ მორჩენილი კარტოფილის პიურესგან

0
569

მე კარტოფილი ნებისმიერი სახით მიყვარს. რა კარგია, რომ ამ ბოსტნეულით უამრავი რამის მომზადება შეიძლება: შეწვა, გამოცხობა, მოხარშვა, სალათები და წვნიანებიც კი. დღეს კი გეტყვით, რა უნდა მოამზადოთ კარტოფილის პიურეთი. ესაა სამი სწრაფი კერძი. მათი ძირითადი ინგრედიენტი კარტოფილია, შესაბამისად, კერძები მსუყე და მადისაღმძვრელი გამოდის.

კარტოფილის პიურესგან კერძების მოსამზადებლად, შეგიძლიათ აიღოთ გუშინ მორჩენილი გარნირიც. შესანიშნავი რეკომენდაცია მათთვის, ვისაც ერთდროულად არ უყვარს საკვების გადაყრა და გუშინდელი კერძის მირთმევა. ჩაიწერეთ ეს ნაცადი რეცეპტები!

კარტოფილის ბუდეები

ინგრედიენტები:

  • 1 ც ქათმის ფილე
  • 500 გ კარტოფილის პიურე
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 5 ც შამპინიონი
  • 1 თავი ხახვი
  • 70 გ ყველი
  • მარილი და სუნელები გემოვნებით

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთზე. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ფილე და კიდევ 5 წუთით შეწვით.
  2. წვრილად დააქუცმაცეთ სოკოები, ჩაყარეთ ტაფაში, დაუმატეთ მარილი და სუნელები და მოურიეთ. შეწვით მომზადებამდე. დაუმატეთ არაჟანი და კიდევ ორი წუთით თუშეთ.
  3. დაუმატეთ კარტოფილის პიურეს კვერცხი და მოათავსეთ მასა საკონდიტრო ტომარაში. გამოძერწეთ ერთგვარი ბუდეები ჩაღრმავებით, რომელშიც გულსართს მოათავსებთ.
  4. მოაყარეთ ბუდეებს დახეხილი ყველი და აცხვეთ 20 წუთით, 180 გრადუსზე.

კარტოფილის კოტლეტები

ინგრედიენტები:

  • 1 ც ქათმის ფილე
  • 400 გ პიურე
  • 1 თავი ხახვი
  • საფანელი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. შეწვით ქათმის ფილე და ათქვიფეთ ბლენდერში. დააქუცმაცეთ ხახვი, შეწვით ზეთზე ოქროსფრამდე, დაუმატეთ ქათმის მასა, მოურიეთ და შეწვით ორი წუთით.
  2. ჩაახალეთ კვერცხი პიურეს და მოურიეთ. დაუმატეთ ხახვიანი ქათამი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
  3. გამოძერწეთ კოტლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის ბლინები

ინგრედიენტები:

  • 300 გ პიურე
  • 3 კვერცხი
  • 300 მლ რძე
  • 100 გ ფქვილი
  • მარილი და კამა გემოვნებით

მომზადება

  1. პიურეს დაუმატეთ კვერცხი, რძე, ფქვილი და მარილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და დაუმატეთ დაჭრილი კამა.
  2. წაუსვით ტაფას ცხიმი და შეწვით ბლინები ორი მხრიდან.

კარტოფილის კერძი ყოველთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რამდენადაც ეს პროდუქტი სახლი ყოველთვის გვაქვს. ამ რეცეპტებმა არაერთხელ მიხსნეს სტუმრების “თავდასხმის დროს”. მე განსაკუთრებით მიყვარს ბუდეები. ამ კერძს დღესასწაულზეც ვერ დაიწუნებთ.