უბედურებაში ამხანაგს ვეძებ! თქვენთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა გასტრონომიული სიამოვნების ძიებაში ზომიერების გრძნობას კარგავთ? ეს განსაკუთრებით სადღესასწაულო სუფრაზე მიშლის ხელს, როცა კერძები გემრიელია, მაგრამ კუჭში ადგილი აღარ მაქვს. მთელი დარჩენილი საღამო მხოლოდ ერთზე ვფიქრობ: როგორ მოვიშორო კუჭში სიმძიმე.
შემდეგ კი გამაოგნებელი ორსართულიანი ტორტი გამოაქვთ და კიდევ უფრო დადარდიანებული ვხდები. არადა საქმე ყოველთვის უზომოდ ჭამაში არაა. კუჭში სიმძიმის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით ნელი ნივთიერებათა ცვლის მქონე ხალხისთვის. ასეთი შეცდომების დროს გირჩევთ 2 ხრიკის გამოყენებას, რომლებიც სულ ახლახანს ვისწავლე.
საშუალება კუჭში სიმძიმის მოსაშორებლად
პირველ რიგში, თავად სიმძიმის შეგრძნების თავიდან აცილება ვისწავლე. ეს არ არის ბანალური წესი „უბრალოდ ნაკლები ჭამოთ“. ცხიმიან ხორცთან ყველაფერი გასაგებია – ამით კუჭი მარტივად ივსება და დიდხანს მონელებისთვის განწირული ხართ. იცით თუ არა, რომ ახალი ბოსტნეული (და მათ შორის „მსუბუქი“ სალათები) ასევე რთულად მოსანელებელია?
გარდა ამისა, ყავა საჭმლის მონელებას ანელებს და ასევე დისკომფორტი მოაქვს. გარდა ამისა, მის გამოვლენას ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ან სწრაფად ჭამის ჩვევა. სიჩქარის გამო შებერილობის და სიმძიმის რისკები იზრდება.
მხოლოდ ამ დეტალების ცოდნამ მნიშვნელოვნად შეამცირა იმ საღამოების რაოდენობა, როცა ფეხზე მდგომს მეძინებოდა. და ასე ყოველ ჯერზე: ბევრი ჭამის შემდეგ იმწამსვე მეძინებოდა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც 40 წუთის შემდეგ სიმძიმესთან ერთად მოდის. თუ ეს დრო უბრალოდ არ გვაქვს?
როგორც კი მთქნარებას ვიწყებ, ერთ ვარჯიშს ვაკეთებ. კედელთან ზურგით დადექით, ხელები ასწიეთ ისე, რომ მთელი სხეულით გაიმართოთ. ღრმად ისუნთქეთ. თავიდან ვარჯიში უცნაურად მომეჩვენა. მუცელი კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება, მაგრამ რამდენიმე წუთით ასე დგომა საკმარისია, რომ სიმძიმე გაქრეს.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მჯდომარე პოზაში ან არასწორი დგომის დროს კუჭში პროცესები ნელა მიმდინარეობს. ამ მიზეზით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაწოლა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულძმარვა ხშირად აწუხებს.
ვარჯიშის ძილით ჩანაცვლება კარგს არაფერს მოგიტანთ. პირადი გამოცდილებით: ძილი ხარისხიანი არაა, ხოლო გაღვიძების შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, თითქოსდა სურდო ავიკიდე. დასვენების დროს ორგანიზმში ყველა პროცესი ნელდება და საკვები უბრალოდ კუჭში დუღდება.
საკმარისია, სხეული გამართოთ, რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს და მუცელში სიმძიმე გაქრეს. თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, გირჩევთ 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონის ნაჭერთან ერთად ყოველთვის ახლოს გქონდეთ. თქვენ როგორ ებრძვით გადაძღომას?