როგორ ინახავდა ბებია ჭარხალს, რომ ახალ მოსავლამდე წვნიანობა არ დაეკარგა

0
824

უკვე ოქტომბერია და დროა ზაფხულის დასაწყისში დარგული ჭარხლის მოსავალი ავიღოთ. ალბათ, მარჯვე მებოსტნეებმა ამ საქმეს წვიმების დაწყებამდე მიხედეს. მათ, ვისაც დაავიწყდა, ახლა ბაღის დასამუშავებლად მზიანი დღეების ლოდინი მოუწევთ.

თუმცა მოსავლის დროულად აღება იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ზამთრისთვის ჭარხლის შენახვის უნარი, რომ ამ ბოსტნეულის საყვარელი კერძებით მომავალი მოსავლის აღებამდე ისიამოვნოთ. „პაპარაცი“ ჭარხლის შესანახად რამდენიმე მარტივ, მაგრამ მოქმედ რჩევებს გთავაზობთ.

როგორ შევინახოთ ჭარხალი ზამთრისთვის

ჭარხლის მოსავლის ახალივით დიდხანს შენახვა ყოველთვის არ გამოგვდის. სწორედ ამიტომ ბევრი კომპრომისზე მიდის და სხვადასხვა ხრიკს იყენებს. მაგალითად, კონსერვს ამზადებს ან უბრალოდ ყინავს. შენახვის ორივე მეთოდი საიმედოა, მაგრამ ახალ პროდუქტს ვერც ერთი შეედრება.

ყველაზე გავრცელებული პრობლემა ბოსტნეულის შენახვის დროს – ლპობა. ლპობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს. ხშირად ამას შენახვამდე ბოსტნეულის ცუდად გაშრობა იწვევს. თუ შენობა, სადაც ჭარხალი ინახება, ცუდად ნიავდება ან ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს, ეს სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს.

ამასთან, ლპობა შეიძლება ჯერ კიდევ ჭარხლის მომწიფების დროს გაჩნდეს. თუ ასეთ ბოსტნეულს სხვებთან ერთად შეინახავთ, დაინფიცირება გარდაუვალია.

და მაინც, როგორ შევინახოთ ჭარხალი სწორად? ამაზე ჯერ კიდევ მოსავლის აღებისას უნდა დაფიქრდეთ. მოსავლის აღებისთანავე ჭარხალი უნდა გააშროთ, შემდეგ დაავადებების არსებობაზე შეამოწმოთ.

სიტყვაზე, საშუალო ზომის ჭარხალი უკეთ ინახება. გირჩევთ, რომ ძალიან მსხვილი და პატარა ბოსტნეული პირველ რიგში გადაარჩიოთ.

როგორ გავაშროთ ბოსტნეული სწორად

მოსავალი სჯობს მზიან დღეებში აიღოთ, რადგან ამ დროს ბოსტნეული გაცილებით სწრაფად გამოშრება.

მოსავლის აღებისთანავე ჭარხალს ბოლქვები მოაჭერით და მშრალ ზედაპირზე ერთ ფენად დააწყვეთ, შემდეგ დრო და დრო ბოსტნეული გადააბრუნეთ. გასაშრობად 2-3 დღე დაგჭირდებათ. როცა ბოლქვის გადანაჭერი სრულად გამოშრება, შეგიძლიათ ყუთებში ჩააწყოთ და გრილ ადგილას შეინახოთ.

თუ ბევრი ჭარხლის შენახვა გსურთ, დამატებით ზომებს მიმართეთ. ბოსტნეული, რომლის შენახვასაც 3-4 თვე აპირებთ, წინასწარ მომზადებულ თიხის ნარევში ამოავლეთ. ნარევი ძალიან მარტივად მზადდება: ნახევარი ვედრო თიხა წყალს აურიეთ და 7 დღე გააჩერეთ. ამ დროში თიხის მასა ელასტიკური გახდება და გამოსაყენებლად მოსახერხებელი იქნება. შემდეგ მასა ჩაზილეთ და კიდევ რამდენიმე დღე დატოვეთ, რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს.

ამის შემდეგ ზედმეტი სითხე გადაღვარეთ, ბოსტნეული თიხის ნარევით დაფარეთ და კარგად გააშრეთ.

ჭარხალი სჯობს სარდაფში შეინახოთ, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ ბოსტნეულის ყუთები აივანზე ან საკუჭნაოში შეინახოთ.