ნოსტალგიური ტორტი “ვაფლიანი ნეტარება” – ერთი ნაჭრისთვის უდაბნოს გადალახავთ!

262

თუ კარგ განწყობაზე ყოფნა, თქვენსა და თქვენი ახლობლების სულებში კი სითბოსა და სიხარულის ჩაღვრა გსურთ, მოამზადეთ ვაფლის ტორტი მთელი ოჯახისთვის.

ტორტს, რომლის რეცეპტსაც ახლა გაგიზიარებთ, დედაჩემი “ვაფლიან ნეტარებას” ეძახდა. ეს ჩვეულებრივი ვაფლის ტორტი არაა, რომელსაც მოხარშულ შედედებულ რძეს უსვამენ. ესაა სრულყოფილი შედევრი ყავის ბისკვიტების, ალუბლის მურაბის, შედედებული რძისა და ვაფლის ფირფიტებისგან. მისთვის მცირე დროის დათმობა მოგიხდებათ, თუმცა, შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

ვაფლის ტორტი სახლის პირობებში

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ვაფლის უჩვეულო ტორტის რეცეპტს უგემრიელესი ფენებით. მოემზადეთ გასტრონომიული სიამოვნებისთვის!

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 გ კარაქი (შეიძლება მარგარინის გამოყენებაც)
  • 250 გ შაქარი
  • 5 კვერცხის გული
  • 3 ს.კ. კაკაო
  • 18 გ გამაფხვიერებელი
  • 5 ს.კ. არაჟანი
  • 3 ჭ. ფქვილი

გულსართის ინგრედიენტები:

  • 10 ს.კ. შაქარი
  • 6 ს.კ. მურაბა (სქელი, შეიძლება ალუბლის ჯემიც)
  • 5 ცილა
  • 200 გ მიწისთხილი
  • 1 შეკვრა კვადრატული ვაფლის ფირფიტები
  • 200 გ კურაგა

კრემის ინგრედიენტები:

  • 400 გ კარაქი
  • 400 გ შედედებული რძე

მომზადება

1. ფირფიტების მოსამზადებლად, ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, შემდეგ თანდათან დაუმატეთ კვერცხის გულები. კარგად ათქვიფეთ ყველაფერი მიქსერით.

2. დაუმატეთ არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. თუ საჭირო იქნება, ფქვილი დაუმატეთ. თუმცა, ზედმეტს ნუ ჩაყრით. მზა ცომი დაამრგვალეთ, შემდეგ დაყავით 2 ნაწილად: ერთი დიდი და ერთი პატარა (დიდი 2/3, პატარა – 1/3).

დიდი ნაწილი კიდევ სამ ნაწილად გაყავით – ეს ფირფიტები იქნება. შედგით მაცივარში 1 საათით. პატარაც სამად დაყავით, თუმცა ეს ნაწილები საყინულეში შეინახეთ 1 საათით.

3. სანამ ცომი ცივდება, იზრუნეთ გულსართზე. მიწისთხილი მოხალეთ და დააქუცმაცეთ. კურაგა 30 წუთით ჩაალბეთ წყალში და ისიც წვრილად დაჭერით. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ კვერცხის ცილები შაქარს, მყარი ფენის მიღებამდე. მე, ჩვეულებრივ, 5 წუთზე მეტხანს, მაქსიმალური სიმძლავრით ვურევ.

3. მოამზადეთ კვადრატული საცხობი ფორმა (მე 22×35 ზომის მაქვს), დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

მაცივრის ცომი გააბრტყელეთ, წაუსვით მურაბა, მოაყარეთ 1/3 მიწისთხილი და ამდენივე კურაგა. დაფარეთ მესამედი ცილის მასითა და საყინულიდან გამოღებული დახეხილი ცომის 1 ნაწილით. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 25-30 წუთით. იგივე გაიმეორეთ დანარჩენ ცომზე. უნდა მიიღოთ სამი ასეთი ფირფიტა.

5. კრემის მომზადებას ბევრი არაფერი უნდა: შეურიეთ კარაქი და რძე მიქსერით.

6. ახლა ტორტის აწყობის დროა. ვაფლი გამოჭერით საჭირო ფორმაზე. მოსახერხებელ სწორ ზედაპირზე დაალაგეთ ჯერ ვაფლი, წაუსვით კრემის თხელი ფენა და დაადეთ გამომცხვარი ფირფიტა. შემდეგ ისევ კრემი, ისევ ვაფლი, ფირფიტა და ა.შ., სანამ ინგრედიენტები არ გათავდება. ბოლო ვაფლის ფენა უნდა აღმოჩნდეს.

7. მზა ტორტს დაფითა და რამე მძიმე ნივთით დააჭირეთ და გააჩერეთ მაგიდაზე ასე 1 საათით. შემდეგ შედგით დესერტი მაცივარში მთელი ღამით. სწორედ ასეთი დაყენების შემდეგ გაიხსნება მისი გეო სრულყოფილად. ჰო, მართლა, შეიძლება ტორტის შოკოლადით დაფარვა მაცივარში შენახვამდე.

8. სულ ესაა, მადისაღმძვრელი ტორტი ვაფლისა და ცილის ფირფიტებით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

აქვე გიხდით ბოდიშს ტორტის მომზადების პროცესის არასაკმარისი ილუსტრაციისთვის. ისეთი შთაგონებით ვამზადებდი, რომ დამავიწყდა ნორმალური ფოტოების გამოცხობა. ამიტომაც, გამოსახულებებად ინტერნეტიდან ავიღე მსგავსი სურათები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს