სავარჯიშოები, რომლებიც თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს გააორმაგებს

341

ბევრს, ალბათ, არც კი სმენია ისეთი მეცნიერების შესახებ, როგორიც კინეზიოლოგიაა. არადა, ეს დისციპლინა გვეხმარება გონებრივი შესაძლებლობებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, სპეციალური სავარჯიშოების გამოყენებით. ესაა საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა, რომლის შემდეგაც უმჯობესდება ჯანმრთელობაცა და საქმეზე კონცენტრაციის უნარიც. ამიტომაც, მათი გამოცდა ნამდვილად ღირს.

საქმეზე კონცენტრაცია

საინტერესოა, რომ არსებობს უამრავი კინეზიოლოგიური სავარჯიშო. თუმცა, ამ მრავლისმომცველი მეცნიერების უფრო ახლოს გასაცნობად, ჩვენ შევარჩიეთ ისინი, რომელთა შესრულება სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეიძლება. ამასთან, ბევრი მათგანის შესრულება კომპიუტერთან ჯდომის დროსაც კი შეიძლება. ჩვენი გამოცდილებით, სავარჯიშოები ნამდვილად ეფექტურია.

1. “სარკისებრი ხატვა”

სავარჯიშოს შესასრულებლად მხოლოდ სუფთა ფურცელი და ორი ფანქარი დაგჭირდებათ. უბრალოდ ორივე ხელით სცადეთ ერთდროულად ციფრების, ასოების, ფიგურების გამოსახვა. დროთა განმავლობაში, გადადით ხატვაზე. ასეთი მოქმედებები თითქოს მარტივია, თუმცა ტვინის ორივე ნახევასფეროზე ძალიან კარგად მოქმედებს.

სპეციალისტები, აგრეთვე, გვირჩევენ “მოუხერხებელი” ხელის გამოყენებასაც. ეს იმიტომ, რომ, როცა მემარჯვენეები მარცხენა ხელით იწყებენ თმის დავარცხნას, კბილების გაწმენდას ან ხატვას, ასე ააქტიურებენ ტვინის სხვადასხვა მონაკვეთს. შედეგად, გაჩნდება ახალი ნეირონული კავშირები. ავარჯიშეთ ასე ბავშვიც.

2. “სპილო”

სავარჯიშო გვეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში, აღვიძებს ტვინს. დასაწყისისთვის, მიიდეთ მხარი ყურზე. შემდეგ გაშალეთ ხელი წინ და დაიწყეთ რვიანების ფორმით მოძრაობა (ჰორიზონტალურად). ამასთან, უწყვეტად გააყოლეთ თვალები თითების დაბოლოებას. შეცვალეთ ხელი, გაიმეორეთ ყველაფერი. ახლა კი მიადეთ მეორე მხარი მეორე ყურს და გაიმეორეთ. მთავარია, ნელა და მშვიდად იმოქმედოთ.

სავარჯიშო ოფისის თანამშრომლებისთვის.

3. “ენერგეტიზატორი”

სავარჯიშო, რომელიც დაღლილობას კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მოგიხსნით. პირველ რიგში, დაალაგეთ ხელები მაგიდაზე, გადააჯვარედინეთ. მიიდეთ ნიკაპი მკერდზე. იგრძენით, როგორ იწელება ზურგის კუნთები და დუნდება მხრები. ღრმად ჩაისუნთქეთ, თავი უკან გადაწიეთ. მოხარეთ ზურგი და მოადუნეთ მკერდი. ამასთან, ამოსუნთქვისას ნიკაპი მკერდთან დააბრუნეთ.

ეს სავარჯიშოები წელავს კისრისა და მხრის სარტყლის კუნთებს, ააქტიურებს ვესტიბულარული აპარატის მუშაობას. და, ზოგადად, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში, რაც კარგიცაა. ამ სავარჯიშოს შესრულება რეკომენდებულია რამდენიმე წუთით მაინც, საუკეთესო ვარიანტში – 5-10 წუთით. ამის შემდეგ მუშაობა გაგიმარტივდებათ.

4. ხელების სავარჯიშო

ეს სავარჯიშო ხსნის დაძაბულობას და დაგეხმარებათ დამშვიდებაში, ცუდი აზრების მოშორებაში. ამისთვის დაჯექით სკამზე, გადააჯვარედინეთ ფეხები. ამასთან, მარცხენა ფეხის კოჭი მარჯვენაზე უნდა იდოს. ახლა გადააჯვარედინეთ ხელები ისე, რომ მარჯვენა ხელის მაჯა მარცხენაზე აღმოჩნდეს. შემდეგ ჩაკეტეთ ხელები.

ფრთხილად გადმოაბრუნეთ ხელები თქვენ წინ ისე, რომ შეერთებული თითები ზემოთ იცქირებოდეს. ენის დაბოლოდებით შეეხეთ სასას, აიხედეთ ზემოთ. იჯექით ამ პოზაში რამდენიმე წუთით, სანამ დამთქნარება არ მოგინდებათ.

კინეზიოლოგებს სწამთ, რომ ასეთი პოზა მხოლოდ გვერდიდან ჩანს მარტივი. რეალურად, იგი ასტიმულირებს პროცესებს, რომლებიც ააქტიურებს არამხოლოდ ტვინის ორივე ნახევარსფეროს, არამედ შუა ტვინსაც, რომელიც მყარი სასის თავზეა განლაგებული. ეს ეხმარება ადამიანს სწავლაზე კონცენტრირებასა და მოვლენებზე სწრაფ რეაგირებაში.

5. “ბეჭედი”

ამ სავარჯიშოს შსრულებას მხოლოდ ხელის მტევნები და თითები სჭირდება. დაიკავეთ მოხერხებული მდგომარეობა. ხელები თქვენ წინ დაალაგეთ. შემდეგ სათითაოდ გააკეთეთ რგოლი ცერა თითით, შემდეგ საჩვენებლით, შუათი, არათითით, ნეკათი… შემდეგ პირიქით. თავიდან, სავარჯიშო თითო ხელზე უნდა აკეთოთ, შემდეგ სინქრონულად. ბოლოს მოქმედებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიმეოროთ.

მომადუნებელი სავარჯიშოები

6. “სანთელი”

ეს სუნთქვითი სავარჯიშო კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ამასთან, მისი შესრულებისას რეკომენდებულია ჯდომა. პირველ რიგში, წარმოიდგინეთ, რომ სანთლის ჩაქრობას აპირებთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ძლიერად ამოისუნთქეთ წინ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა 5 სანთლისგან შემდგარი რიგი. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ ღრმად და ჩააქრეთ ყველა სანთელი ცოტ-ცოტა ჰაერით.

7. “თოვლის კაცი”

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თოვლისგან აწყობილი კაცუნა ხართ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მზე გაცხუნებთ და დნობას იწყებთ. აი, ჩამოგივარდათ თავი, შემდეგ მხრები, შემდეგ მოდუნდა ხელები. შემდეგ კი საერთოდ იატაკზე უნდა დაწვეთ და თავი წყლის გუბედ წარმოიდგინოთ. ასეთი სავარჯიშოები შესანიშნავი ვარიანტია ბავშვების გასართობადაც. იგი ადუნებს, ხსნის დაძაბულობას, გვეხმარება საქმის ახალი ძალებით დაწყებაში.

8. “ხე”

ამ სავარჯიშოსთვის ფეხის ცერებზე უნდა ჩამოჯდეთ. ჩარგეთ თავი მუხლებში და შემოიხვიეთ ხელები. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მცენარის თესლი, რომელიც ნელ-ნელა ხედ იქცევა. მაქსიმალურად ნელა გაშალეთ ფეხები, შემდეგ ტორსი. შემდეგ ხელებიც გაწელეთ ზემოთ. გაიწელეთ, რამდენადაც შესაძლებელია, და იქანავეთ იქეთ-აქეთ, თითქოს ხეს ძლიერმა ქარმა დაუბერა.

9. “ფრთები”

დაიკავეთ ვერტიკალური მდგომარეობა, ფეხები ჩვეულებრივზე ოდნავ მეტად გაშალეთ, მხრები მოადუნეთ. შეანჯღრიეთ ხელები და მოხარეთ იდაყვებში. მარცხენა ხელით დახატეთ წარმოსახვითი ჰორიზონტალური რვიანი მარცხნიდან, მარჯვენათი – მარცხნიდან. ხელების ბრუნვასთან ერთად, ატრიალეთ ნიკაპიც. გაიმეორეთ რამდენჯერმე, მსუბუქი თავბრუსხვევა რომ იგრძნოთ.

შემდეგ დაიწყეთ ლივლივი. ამისთვის ხელები ღია და თავისუფალი უნდა იყოს. ამოსუნთქვისას, გადაიწიეთ წინ, რამდენადაც შეძლებთ ფეხის ცერებზე დადგომას. ამოსუნთქვისას გადაიხარეთ უკან, ქუსლებზე. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ რამდენჯერმე.

ეს სავარჯიშოები გააძლიერებს კონცენტრაციას სამსახურში, განწყობასაც მნიშვნელოვნად აამაღლებს. კარგი საშუალებაა რაღაც ახლის გამოსაცდელად და ორგანიზმის შეუცნობელი შესაძლებლობების განსასაზღვრავად. ამასთან, სურვილისამებრ, სხვა მრავალ კინეზიოლოგიურ სავარჯიშოსაც იპოვით. ამიტომ, აუცილებლად გაეცანით ამ გასართობ მეცნიერებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს