წვიმიანი შემოდგომა შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ გული ცხელი კაკაოთი გაითბოთ და პირი ახალი ნამცხვრით ჩაიტკბარუნოთ. პირველი, რაც აზრად მოგივათ, ვაშლის პიროგია. რა არის წვნიან შარლოტაზე გემრიელი და მარტივი მოსამზადებლად? თუ გეშინიათ, რომ პიროგი მთლიანად შემოგეჭმებათ, გთავაზობთ ვაშლის ორცხობილების მომზადებას კარაქით. იგი მეტწილად პიროგს მოგაგონებთ. რბილი და ჰაეროვანი ორცხობილა 30 წუთში მზად იქნება.
კარაქის ორცხობილა
ინგრედიენტები:
- 350 გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 100 გ შაქარი
- 2 ვაშლი
- 100 გ კარაქი
- 15 გ გამაფხვიერებელი
მომზადება
1. დაადნეთ კარაქი ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
2. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით. რამდენიმე ულუფად ჩაყარეთ შაქარი კვერცხის მასაში. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი არანაკლებ 3 წუთით, მიქსერის მაქსიმალური სიმძლავრით.
3. კვერცხის მასას დაუმატეთ დამდნარი კარაქი და ჩააცერით 350 გ ფქვილი, არ დაგავიწყდეთ გამაფხვიერებელიც. მოზილეთ ცომი. შეგიძლიათ, ცომს ვანილიც დაუმატოთ არომატისთვის.
4. ახლა დაჭერით ვაშლი პატარა კუბებად. შეურიეთ ცომს. სურვილისამებრ, დაუმატეთ გულსართს ჩირი და თხილი. დაუმატეთ დარიჩინი, თუ ნამცხვარში მისი გემო მოგწონთ.
5. ახლა გამოძერწეთ მცირე ზომის ცომის ბურთულები და დაალაგეთ საცხობ ლანგარზე (წინასწარ პერგამენტი დააფინეთ).
6. აცხვეთ ვაშლის ორცხობილები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. მზა ორცხობილა მორთეთ შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, ამ ყველაფერს 30 წუთზე მეტი დრო არ დასჭირდება. თანაც, მიიღებთ უგემრიელეს, ნაზ ორცხობილებს. შიგთავსისთვის შეგიძლიათ აიღოთ ვაშლის მჟავე-ტკბილი სახეობა. თუ ასეთი არ გაქვთ, ნებისმიერი ვაშლი გამოდგება, თუ მომზადებამდე ლიმონის სიროფში გააჩერებთ. თქვენ როგორ ამზადებთ ვაშლის ორცხობილებს?