ჭარხლის შეწვის მეთოდი, რომლის წყალობით მოსაწყენი ბოსტნეული სასურველი კერძი გახდება

0
1499

„კომბოსტოს სალათს ჭარხლით გასინჯავ? – მკითხა დაქალმა. შემდეგ დაამატა: „არ იფიქრო, რომ მარტივი, არაფრით გამორჩეული ჭარხლის სალათია. ეს ნამდვილი ვიტამინების ბომბაა, რომლის გემოს სიტყვებით ვერ გადმოვცემ“.

სალათის ფიშკა ისაა, რომ ჭარხალს ვწვავთ, შემდეგ ტკბილ–მჟავე ვაშლს, კიტრს, კომბოსტოს ვამატებთ და არაჟნით ვრთავთ. სალათი სუფრიდან წამებში ქრება!

კომბოსტოს სალათი ჭარხლით

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ წარმოუდგენლად გემრიელი სალათის რეცეპტს შემწვარი ჭარხლით.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭარხალი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 0,5 თავი კომბოსტო
  • 2 კიტრი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • 1 ტკბილ–მჟავე ვაშლი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ჭარხალი გაასუფთავეთ და კუბებად (1,5X1.5) დაჭერით. მცენარეულ ზეთში შეწვით. 3 წუთით შეწვით, პერიოდულად აურიეთ, შემდეგ თავსახური დაახურეთ და კიდევ 3 წუთი სუსტ ცეცხლზე თუშეთ.

2. კომბოსტო დაჭერით. ღრმა თასში გადაიტანეთ. კიტრი და ვაშლი თხელ ზოლებად დაჭერით. ეს ყველაფერი კომბოსტოს დაუმატეთ.

3. ტაფიდან ჭარხალი ამოიღეთ და სხვა ინგრედიენტებს დაუმატეთ. ოხრახუში წვრილად დაჭერით და ინგრედიენტებს დაუმატეთ. სალათი გემოვნებით დაამარილეთ და არაჟნით მორთეთ. კარგად აურიეთ.

4. ესეც ასე, ჭარხლის სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის გასინჯვის შემდეგ მეგობარს ვუთხარი: „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კომბოსტოს სალათი ჭარხლით და ვაშლით ასეთი გემრიელი შეიძლება ყოფილიყო“. სხვათა შორის, ინგრედიენტები შეგიძლიათ თვალი აიღოთ: ინგრედიენტები დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის უნდა იყოს.

ვიტამინებით მდიდარი წასახემსებელი აუცილებლად მოამზადეთ. ოჯახის წევრები მადლიერები იქნებიან!