როგორ მოვამზადოთ კოტლეტები პურისა და ხორცსაკეპის გარეშე

0
2262

გამარჯობა! ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა მოამზადოთ ხორცის კოტლეტები პურის, მზა ფარშისა და ხორცსაკეპი მანქანის გარეშე. ეს რეცეპტი ინტერნეტში ვნახე. ნამდვილი აღმოჩენაა, კოტლეტები კი იმდენად გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ.

Photo credit: Depositphotos

კოტლეტები უპუროდ

ეს რეცეპტი ჩემს დაქალსაც გავუზიარე – თავიდან არ დამიჯერა. მე თვითონაც არ დავიჯერებდი, ეს ხომ საოცარი რამაა: კოტლეტი ხორცსაკეპის გარეშე. თუმცა, Paparazzi.ge-ის რედაქციასთან ერთად, ახლა ამ გემრიელ კერძს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ღორის ხორცი
  • 2 საშუალო თავი ხახვი
  • 50 გ მყარი ყველი
  • მწვანილი
  • 6 კვერცხი
  • 150 გ შვრიის ფანტელები
  • 2 ს.კ. მაიონეზი

მომზადება

1. პირველ რიგში, დაჭერით ღორის ხორცი. საჭრელ დაფაზე დაჭერით იგი წვრილ კუბებად. აგრეთვე, წვრილად დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ხორციან თეფშს. შემდეგ მყარი ყველიც. წვრილ კუბებად დაჭერით და დაუმატეთ ხორცს. მოაყარეთ მასას პილპილი და მარილი გემოვნებით.

2. ახლა დააქუცმაცეთ მწვანილი და დაუმატეთ ხორცს. გარეთვე, მაშინვე დაუმატეთ ხორცს კვერცხიც. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს და დაუმატეთ მაიონეზი.

3. კიდევ ერთხელ მოურიეთ მასას და დაუმატეთ შვრიის ფანტელები. ისევ კარგად მოურიეთ და დააყენეთ მასა 20 წუთით.

4. სუფრის კოვზის გამოყენებით დაალაგეთ ხორცის მასა წინასწარ გახურებულ ტაფაზე. ფრთხილად გამოძერწეთ კვერები და შეწვით ორივე მხრიდან.

იმედია, ეს უჩვეულო, თუმცა გემრიელი და მარტივი კერძი მოგეწონებათ. გაგვიზიარეთ კოტლეტების თქვენებური რეცეპტებიც.