ბოშური ღვეზელი, რომელიც ერთფეროვან შაურმას დაგავიწყებთ

464

ინტერნეტში ვიპოვე ბოშა გალინას უჩვეულო ღვეზლის რეცეპტი, რომელმაც თავისი სიმარტივით მომაწონა თავი. ამასთან, ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომი და მარტივია. ასეთ ღვეზელს შეგიძლიათ ზარმაციც უწოდოთ, რამდენადაც, ცომის ნაცვლად, მის მოსამზადებლად სომხური ლავაში გამოიყენება.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ლავაშის ღვეზლის რეცეპტს. ჩემი ქმარი ამ გამომცხვარ კერძს “შაურმის ღვეზელს” უწოდებს. თითებს ჩაიკვნეტთ!

ქათმისა და სოკოს ღვეზელი

ინგრედიენტები ღვეზელისთვის:

  • 750 გ ქათმის ფილე
  • 200-250 გ სოკოს კონსერვი
  • 250 გ მოცარელა
  • 2 სომხური ლავაში
  • 0.5 ჩ.კ. ხმელი ნიორი
  • 0.5 ჩ.კ. პაპრიკა
  • მწიკვი კარი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

სოუსის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 150 გ მაწონი ან არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სეზამის თესლი
  • 50 გ კარაქი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. მდუღარე მარილიან წყალში მოხარშეთ ქათამი. ხარშვისას, არ დაგავიწყდეთ რამდენიმე მარცვალი შავი პილპილისა და ხახვის დამატება.

2. სოუსის მოსამზადებლად, შეურიეთ კვერცხი და მაწონი/არაჟანი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ კარაქი და ისიც დაუმატეთ სოუსს. კარგად მოურიეთ.

3. შიგთავსისთვის, დაჭერით მოხარშული ქათამი წვრილ ნაჭრებად. ყველი დახეხეთ წვრილად, სოკო – თხელ ნაჭრებად დაჭერით. ორთქლზე დაადნეთ კარაქი. შემოინახეთ ცოტა ყველი მოსაყრელად.

4. შეურიეთ სუნელები ერთმანეთს და მოაყარეთ მასა ფილეს, შემდეგ კარგად მოურიეთ. დაყავით შიგთავსი 4 თანაბარ ნაწილად. დაყავით ლავაშის ფირფიტები ორ ნაწილად, 4 ფირფიტა რომ გამოგივიდეთ. ლავაშის ერთ ფირფიტაზე დაალაგეთ ქათმის, სოკოსა და ყველის მასის მეოთხედი.

5. შიგთავსი გადაანაწილეთ, კიდეებთან 2-3 სმ მოიტოვეთ. დაახვიეთ ფირფიტა რულეტად და მოკეცეთ კიდეები. უნდა გამოგივიდეთ ლავაშის გამოტენილი რულეტები. იგივე გაიმეორეთ დანარჩენ ლავაშთანაც.

6. თითოეული რულეტი დაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი საცხობ ფორმას და დაალაგეთ მასზე რულეტები.

7. სუფრის კოვზით წაუსვით რულეტებს სოუსი. მოაყარეთ ყველი და შირბახტის თესლი. აცხვეთ ღვეზელი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთით.

8. სულ ესაა, ლავაშის ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს