მათემატიკური ამოცანა, რომელსაც მხოლოდ დაკვირვებული ადამიანი ამოხსნის

0
2487
Photo credit: Depositphotos

სახალისო მათემატიკური ამოცანების ამოხსნა არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც უყვართ. ამ დროს ხომ რეალურ ცხოვრებასთან კავშირი უფრო მჭიდროა, ვიდრე სხვადასხვა ფორმულაში, მაგალითსა და თეორემაში. ამავდროულად, ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა, შეამოწმოთ საკუთარი უნარები და გაიგოთ, რამდენად კარგად აზროვნებთ ლოგიკურად.

Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ამოცანას, რომელთა ამოხსნა დიდ დროს არ წაგართმევთ. თუმცა, გონებისთვის ასეთი მცირე ვარჯიში აუცილებლად სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. ახლა ვეცდებით, ყველაფერი ერთად ამოვხსნათ.

მათემატიკური ამოცანები

ამოცანების პირობები

1. პირველი ამოცანის პირობის თანახმად, ქუდი, ხელთათმანები და წინდები სხვადასხვა ციფრს განასახიერებს. ნახატზე მოყვანილი მაგალითების მიხედვით უნდა გაიგოთ, რომელი ნივთი რომელი ციფრის ტოლია. მხოლოდ ასე შეძლებთ ბოლო მაგალითის ამოხსნას.

2. მეორე ამოცანა გვთხოვს, გამოვიცნოთ სტუდენტის მიერ შეძენილი ოთხივე წიგნის საერთო ღირებულება. ამასთან, არაა ცნობილი, რა ღირდა თითო წიგნი. სამაგიეროდ, ვიცით, რომ, თუ საერთო ღირებულებას გამოვაკლებთ პირველი წიგნის ფასს, მივიღებთ 84 ლარს. თუ მეორე წიგნის ფასს გამოვაკლებთ – 80 ლარს, მესამეს – 76-ს და მეოთხეს – 72-ს.

Photo credit: Depositphotos

3. მესამე დავალებაც წიგნს ეხება. ვთქვათ, გიორგიმ წიგნის 2/3 ნაწილი წაიკითხა. ამ მომენტში დაინტერესდა, დაითვალა გვერდები და აღმოაჩინა, რომ წაკითხული ნაწილი წაუკითხავდე 90 გვერდით მეტი იყო. რამდენი გვერდია წიგნში სულ?

Photo credit: Depositphotos

ამოცანების ამოხსნა

  1. თუ სამი ქუდი 30-ს უდრის, ესე იგი, ერთი მათგანი 30/3=10. შესაბამისად, ხელთათმანი უდრის ((18-10)/2)/2=2. შემდეგი განტოლებიდან, წინდების ციფრიც ორს უდრის, ცალი წინდა, შესაბამისად, 1-ის ტოლია. ესე იგი, ჩვენი ბოლო მაგალითი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 + 10 * 2 = 1 + 20 = 21.
  2. ეს ამოცანა რთული ჩანს. თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, ამოხსნა გაგიმარტივდებათ. ჩვენ ხომ შეგვიძლია, ყველა წიგნში გადახდილი თანხის რაოდენობის განსაზღვრა. ამისთვის საკმარისია შემდეგი ამოხსნა: (84 + 80 + 76 + 72) / 3 = 312 / 3 = 104
    შესაბამისად, პირველი წიგნი უდრის 104-84=20. მეორე წიგნის ფასი 104-80=24 ლარია. მესამე წიგნი სტუდენტს 104-76=28 ლარი დაუჯდა. ყველაზე ძვირადღირებული წიგნი კი მას 104-72=32 ლარად შეხვდა.
  3. თუ წიგნის 2/3 დარჩენილ 1/3-ზე ზუსტად 90 გვერდით მეტია, მარტივია იმის გარკვევა, რომ წიგნის 1/3 ნაწილიც 90 გვერდს უდრის. შესაბამისად, წიგნში სულ 90*3=270 გვერდია.
Photo credit: Depositphotos

რა თქმა უნდა, ამ ამოცანებს ძალიან რთულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც დიდი ხანია, არ ესწრება მათემატიკის გაკვეთილებს, მარტივი არაა მობილიზება და ამოცანის უეცრად ამოხსნა. ამიტომაა სასარგებლო რუტინული საქმეებისგან მოწყვეტა, ტვინის დაძაბვა და 2-3 ამოცანის ამოხსნა.

გულწრფელად გვითხარით, რამდენი ამოცანა ამოხსენით ამ სამიდან?