კარტოფილის სუპ–პიურე გოგრის და სოკოს სუპზე უკეთესია

0
346

რა შეიძლება იყოს ცივ ზამთარში ცხელ წვნიანზე უკეთესი. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი კარტოფილის სუპ–პიურე. რეცეპტი ცივ ამინდში ყოველთვის დაგეხმარებათ.

Photo credit: Depositphotos

კარტოფილის სუპ–პიურე

ზოგჯერ გვგონია, რომ საინტერესო და გემრიელი კერძის მოსამზადებლად უნიკალური და უჩვეულო ინგრედიენტები, ასევე უნიკალური კულინარიული ნიჭია საჭირო. უდაოდ, ამაში სიმართლის წილი არის, თუმცა ძალიან მარტივი, მაგრამ საკმაოდ ორიგინალური რეცეპტები არსებობს. ამასთან ჩვეული პროდუქტები შეიძლება სულ სხვა მხრიდან გაიშალოს. კარტოფილის სუპ–პიურე ამის ნათელი მაგალითია.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 7 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ქილა დაკონსერვებული ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 250 მლ ნაღები
  • მარილი, წიწაკა, ხმელი კამა გემოვნებით
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • 50 გრ ხმელი ყველი

მომზადება:

1. კარტოფილი პატარა ნაჭრებად დაჭერით და 20 წუთით ადუღებამდე ხარშეთ. სანამ კარტოფილი იხარშება, ხახვი და სოკო დაჭერით, შემდეგ არარაფინირებულ მზესუმზირას ზეთში შეწვით.

2. ახლა კარტოფილის წყალი გადაასხით და ქვაბში შემწვარი ხახვი და სოკო დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ ნაღები, 1 ნაჭერი კარაქი, გახეხილი ყველი და სანელებლები. წვნიანისთვის ყველაფერი კარგად აურიეთ.

3. ინგრედიენტები პირდაპირ ქვაბში დააბლენდერეთ, ცეცხლიდან არ გადმოდგათ. ბლენდერის ნაცვლად შეგიძლიათ კარტოფილის საჭყლეტი გამოიყენოთ, რომელსაც პიურესთვის იყენებთ. სუპ–პიურეს სისქეს ყურადღება მიაქციეთ – აუცილებლობის შემთხვევაში მდუღარე წყალი ან ბულიონი დაუმატეთ. შეგიძლიათ წვნიანს ცოტა რძე ან არაჟანი დაუმატოთ. ასე ძალიან გემრიელი გამოვა. მასა გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. წვნიანი მზადაა!

აი, ასეთი ძალიან მარტივი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და დახვეწილი რეცეპტი წვნიანის მოსამზადებლად. კარტოფილის სუპ–პიურე გურმანებსაც კი გააოცებს. წვნიანს შეგიძლიათ გახუხული პურის ნატეხები და ცოტა მწვანილი დაუმატოთ. ყველაფერი გენიალური მარტივია – ეს პრინციპი კულინარიაშიც მუშაობს. აუცილებლად სცადეთ მომზადება, ძალიან მადის აღმძვრელი გამოვა.