მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კარგ დასვენებაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? თუმცა თანამედროვე ქაოსურ სამყაროში ისე ძლიერად ვიღლებით, რომ დღის ბოლოს ორგანიზმს მოდუნებას უჭირს და მორიგი გიჟური დღის წინ ნორმალურად დაძინებაში ხელს გვიშლის. სრულყოფილი დასვენების გარეშე პროდუქტიულობის შენარჩუნება შეიძლება?
„პაპარაცი“ გთავაზობთ მეთოდს, რომელიც ღამით წონაში კლებას გააქტიურებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წიდებს გამოდევნის და ძილის წინ ორგანიზმს მოდუნებაში დაეხმარება. თქვენ გაიგებთ, როგორ მოიშოროთ უძილობა სწრაფად.
როგორ მოვიშოროთ უძილობა
სხეულს მოდუნებაში რომ დაეხმაროთ, იოგა გამოიყენეთ. მხოლოდ ერთი წუთით ამ პოზის შენარჩუნება ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებს, დილის შეშუპებას მოგაშორებთ და შინაგანი ორგანოების მუშაობას გაააქტიურებს.
თუმცა მხოლოდ პოზის მიღება და დაფიქსირება საკმარისი არაა. დამატებითი მოქმედება უნდა შეასრულოთ, რომელიც ორგანიზმს წინა დღის შფოთვის მოშორებასა და ღრმა ძილში სწრაფად გადასვლაში დაეხმარება.
1. პირველ რიგში, ზურგზე დაწექით, ფეხები კედელზე მიადეთ და კიდურები ოდნავ ერთმანეთს დააშორეთ. ამ პოზაში ერთი წუთით გაჩერდით. შეგიძლიათ წამზომი გამოიყენოთ, ან გონებაში 60-მდე დაითვალეთ.
2. შემდეგ ზურგი მოადუნეთ, კიდურებით აქტიურად მოძრაობა დაიწყეთ ისე, რომ სხეულის პოზა არ შეცვალოთ. იგრძენით, ხელებსა და ფეხებში სისხლი როგორ პულსირებს, ჭარბი სითხე და ცხიმოვანი წიდები ორგანიზმიდან როგორ გამოდის.
3. ახლა მხრები აამოძრავეთ და ეცადეთ, რომ მოადუნოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშის დროს სუნთქვის რიტმი დაიცვათ. პროცედურის სწორად ჩატარების შემდეგ დაძინება მოგინდებათ და ეს ნორმალური გრძნობაა. ღრმა ძილით სიამოვნება მიიღეთ.
ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოიშოროთ უძილობა სახლის პირობებში. ეს მეთოდი შეინახეთ და აუცილებლად გამოცადეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.