ხორცი იმ გოგონას რეცეპტით, რომელიც საქართველოში აქაური სამზარეულოსთვის გადმოსახლდა

1955

ქართული სამზარეულო ხორცის გარეშე წარმოუდგენელია. უფრო სწორად, ქართველი კაცები მის გარეშე მშივრები დარჩებოდნენ. ბევრი ამბობს ამ პროდუქტზე უარს იმ მიზეზით, რომ ძვირი, არაეთიკური თუ “უსარგებლოა”. თუმცა, თუ ხორცისმჭამელთა რიგებს მიეკუთვნებით, სწორ გვერდზე მოხვდით: ახლა გაგიზიარებთ ხორცის ქართული წესით მომზადების საიდუმლოს.

Photo credit: Pixabay

ხორცი ქართულად

ეს რეცეპტი იმით გამოირჩევა, რომ ბევრ მწვანილს მოითხოვს. ტრადიციულად, ეს იქნება ქინძი, თუმცა, ამჯერად ოხრახუშსა და კამას გამოვიყენებთ. აუცილებლად დაუმატეთ რეჰანი და ცოტაოდენი როზმარინი. ხორცზე დიდი ფიქრი საჭირო არაა – შეიძინეთ ღორის ახალი ხორცის კარგი ნაჭერი უახლოეს სუპერმარკეტში. დავიწყეთ!

Photo credit: Pixabay

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 2 ს.კ. თხევადი თაფლი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • მწვანილი (თითო კონა კამა, ოხრახუში და ქინძი, ცოტა რეჰანი და როზმარინი)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
Photo credit: Pixabay

მომზადება

1. მარტივია: დაჭერით ხორცი მსხვილ ნაჭრებად, მწვანილი არც ისე წვრილად დააქუცმაცეთ. თუ ნედლი რეჰანი და როზმარინი ვერ ოპოვეთ, მშრალი გამოიყენეთ. აიღეთ 1 ს.კ. თითოეული მათგანი.

2. შურიეთ მწვანილი ერთმანეთს, დაუმატეთ პილპილი და მარილი და ჩაყარეთ ხორციც. იქვე დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

Photo credit: Pixabay

3. ჩაალაგეთ ხორცი მოსახერხებელ ჭურჭელში, მანამდე კი შეურიეთ არაჟანიც. შედგით ყველაფერი 200-220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით (ან ცოტა მეტი ხნით).

რედაქციისგან:

ნუ დაელოდებით გაგრილებას, მაშინვე მიირთვით. გირჩევთ, მთელი მწვანილი მარინადში არ ჩაყაროთ – მოიტოვეთ 1 ს.კ. მასა მზა კერძის მოსართავად. თაფლის რაოდენობა შცვალეთ სურვილისამებრ. რაც შეეხება სუნელებს – ნუ შეიზღუდავთ თავს, ჩაატარეთ ცდები!

Photo credit: Pixabay

ქართული წესით მომზადებულ ხორცს ისეთი სურნელი აქვს, რომ თვალები დაგიბნელდებათ და დაუყოვნებლივ შესანსვლას მოინდომებთ. გირჩევთ, მოიმარაგოთ დასაყოლებელი სასმელი და ერთბაშად რამდენიმე ულუფა მომზადოთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს