რა წესებს იცავთ სალათის მომზადებისას? მაგალითად, მასში სხვადასხვა ფერად ბოსტნეულს ვყრი, რომ ცისარტყელა მივიღო. ასეთი კერძი არა მხოლოდ ლამაზი და ახალია, არამედ უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე გგონიათ.
როგორც აღმოჩნდა, ხილის ან ბოსტნეულის ფერზე მისი ვიტამინების პოტენციალია დამოკიდებული. ამ საინტერესო დეტალის ცოდნით რაციონს გაამრავალფეროვნებთ და ორგანიზმს გააჯანსაღებთ. „პაპარაცი“ ამაში სიამოვნებით დაგეხმარებათ.
ფერადი ბოსტნეული
ხილ–ბოსტნეულის ფერი მასში შემავალ პიგმენტზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, პიგმენტი გარკვეული ანტიოქსიდანტების, ფიტონუტრიენტების და მკვებავი ნივთიერებების არსებობაზე მიგანიშნებთ. ითვლება, რომ რაც უფრო მუქია ხილი ან ბოსტნეული, მით უფრო სასარგებლოა. ადამიანის იდეალური რაციონი ცისარტყელას უნდა ჰგავდეს.
მწვანე ხილ–ბოსტნეული
ბოსტნეულის მწვანე ფოთლებში ბევრი ქლოროფილი, ასევე იზოთიოციანატები შედის. ასევე მდიდარია B და K ვიტამინების ჯგუფით, კალიუმით და სხვა მიკროელემენტებით. გარდა ამისა, მწვანე ფერის პროდუქტს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. გამოდის, ორგანიზმი მათ ნელა ითვისებს და სხეულის ფორმები არ ზიანდება.
მწვანე ბოსტნეულში შემავალი ფოლიუმის მჟავა ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. მაგალითად, ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება. მწვანეთა წარმომადგენლები: ისპანახი, ბროკოლი, ბრუსელის კომბოსტო, სატაცური და ავოკადო.
ყვითელი ხილ–ბოსტნეული
ყვითელი ხილ–ბოსტნეული C ვიტამინის წყაროა. ის საჭიროა არა მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, არამედ ნერვული სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ასეთი პროდუქტები შეიცავს ლუტეინს, რომელიც მხედველობის ორგანოზე დადებით გავლენას ახდენს.
ზოგიერთ ყვითელ ხილ–ბოსტნეულს განწყობის ამაღლება შეუძლია. მაგალითად, ყვითელი წიწაკა განსაკუთრებით რეკომენდებულია მოთენთილობის, აპათიის ან დეპრესიის დროს. გარდა ამისა, ბოსტნეული უძილობას ებრძვის.
წითელი ხილ–ბოსტნეული
წითელი ხილ–ბოსტნეული მთელ რიგ ვიტამინებს და მიკროელემენტებს შეიცავს. ის იმუნურ და გულ–სისხლძარღვთა სისტემებზე კარგ გავლენას ახდენს. მთელი სარგებლის შესანარჩუნებლად ასეთი პროდუქტები თერმულად არ დაამუშაოთ. გარდა ამისა, სწორედ წითლებს შეუძლიათ ალერგიის გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ამას ყურადღება მიაქციეთ.
წითელი ფერის ხილ–ბოსტნეული შეიცავს ანტოციანებს. ანტიოქსიდანტები სასარგებლოა მხედველობისა და გულისთვის, ასევე ორგანიზმს აძლიერებს და ტონუსს მოყავს. არ დაგავიწყდეთ, წითელი კენკრა, C ვიტამინის და უჯრედისის უცვლელი წყარო.
ნარინჯისფერი ხილ–ბოსტნეული
ისინი ბეტა–კაროტინის, A ვიტამინის და რეტინოლის მთავარი წყაროა. ეს ნივთიერებები კარგ მხედველობასა და ლამაზ კანზე არიან პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, იმუნიტეტს აძლიერებენ. განსაკუთრებით სასარგებლოა სეზონური პროდუქტები, მაგალითად, გოგრად ან ხურმა.
იისფერი ხილ–ბოსტნეული
იისფერი ხილ–ბოსტნეული ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების წყაროა. მაგალითად, ბადრიჯანი სხეულის წონას არეგულირებს. მაყვალი ბევრ C ვიტამინს და ფლავონოიდს შეიცავს.
იისფერი პროდუქტები სიბერესთან და ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო და პროფილაქტიკური თვისებები გააჩნია.
თეთრი ხილ–ბოსტნეული
ასეთი პროდუქტები შემოდგომა–ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი იმუნიტეტს აძლიერებენ და სეზონურ დაავადებებს ებრძვიან. გარდა ამისა, თეთრები კუჭ–ნაწლავის და ჰორმონების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
როგორც ხედავთ თეთრი პროდუქტების რაციონში ჩართვა ნამდვილად ღირს. ვიმედოვნებთ, სტატია სასარგებლო იყო. ჯანმრთელობას გისურვებთ!