სალათი „მელიის ქურქი“ ქაშაყითა და შამპინიონებით.

210

დღეს “პაპარაცი” გთავაზობთ ერთ–ერთ სადღესასწაულო კერძს, რომელსაც უჩვეულო სახელი აქვს „მელიის ბეწვის ქურქი“. სალათი ქაშაყით მზადდება. მასში ასევე შედის ქამა სოკო, ბოსტნეული და მაიონეზი. სალათი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.

photo credit: Depositphotos

სალათი „მელიის ბეწვის ქურქი“ ქაშაყით

კერძი სუფრაზე უჩვეულოდ ლამაზად გამოიყურება და დახვეწილი გემოთი გამოირჩევა. სალათი ბევრ სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს.

ინგრედიენტები:

  • 1 სუსტად დამარილებული ქაშაყი
  • 2 პატარა მოხარშული კარტოფილი
  • 2 პატარა ხახვი
  • 2 დიდი სტაფილო
  • 300 გრ ახალი ქამა სოკო
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • მაიონეზი
  • მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. პირველ რიგში, სტაფილო კორეულად გახეხეთ. შემდეგ მცენარეულ ზეთში დარბილებამდე შეწვით. ამ დროში სხვა ბოსტნეულსაც მიხედეთ: ხახვი თხელ რგოლებად დაჭერით, სოკო წვრილ ნაჭრებად. სტაფილო ძლიერ არ შეწვათ, წვნიანობა უნდა შეინარჩუნოს. აურიეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

2. ახლა ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ამის შემდეგ სოკო დაუმატეთ და შეწვით ისე, რომ ოდნავ შეწითლდეს. მარილი და წიწაკა დაუმატეთ და შეწვის დროს რამდენჯერმე აურიეთ.

3. ქაშაყის ფილე აიღეთ და წვრილ კუბებად დაჭერით. ამის შემდეგ სალათის აწყობა დაიწყეთ. კერძი რამდენიმე ფენისგან შედგება. მოსამზადებლად შეგიძლიათ სპეციალური რგოლი გამოიყენოთ, რომელიც საკვებ ცელოფანში უნდა გაახვიოთ.

4. ფორმის ფსკერს მცენარეული ზეთი წაუსვით. პირველ ფენად ქაშაყი დააწყვეთ, ცოტა მაიონეზი წაუსვით, შემდეგ ხახვი და სოკო დაუმატეთ. ამის შემდეგ მაიონეზის ბადე და ზემოდან მოხარშული კარტოფილი. კარტოფილს მარილი მოაყარეთ, მაიონეზის ბადე წაუსვით.

5. ამის შემდეგ სოკოს და ხახვის კიდევ ერთი ფენა დააწყვეთ, კვლავ მაიონეზი წაუსვით. შემდეგ გახეხილი კვერცხი და მაიონეზის ბადე. ბოლო ფენად დაჭრილი სტაფილო დააწყვეთ.

სალათი „მელიის ბეწვის ქურქი“ სადღესასწაულო სუფრაზე თქვენი მთავარი კერძი გახდება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი დღესასწაულია – ახალი წელი, დაბადების დღე თუ ვახშამი, სტუმრები პირველ რიგში ამ სალათს მიირთმევენ. ის ხომ წარმოუდგენლად გემრიელი, სასარგებლო და ძალიან ლამაზი კერძია. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს