დღეს Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ პიცის თხელი ცომი, გლუტენის გარეშე, რომლის მომზადების დროსაც ხორბლის ფქვილს ბრინჯისა და სიმინდის ფქილით ჩავანაცვლებთ. ყურადღება მიაქციეთ რეცეპტის ბოლოს ჩამოთვლილ რეკომენდაციებს რათა მნიშვნელოვანი ნიუანსები არ გამოგრჩეთ.
გლუტენი – ეს წებოვნებაა რომელსაც მარცვლეულები შეიცავენ. ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ადამიანები რომლებსაც ხორბლის ფქვილიტ დამზადებული პროდუქტის ჭამა არ შეუძლია. საბედნიეროდ არსებობს საშუალებები რომლებიც რეცეპტებში ჩვეულებრივი ფქვილის ჩანაცვლების საშუალებას გვაძლევს, ასე რომ საყვარელ საკვებზე უარის თქმა აღარ მოგიწევთ.
ცომი გლუტენის გარეშე:
- 150 გრამი ბრინჯის ფქვილი
- 150 გრამი სიმინდის ფქვილი
- 250 მილიგრამი წყალი
- 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- დაახლოებით 1 ჩაის კოვზი მარილი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი
- მოვამზადოთ ყველა საჭრო პროდუქტი. ბრინჯის და სიმინდის ფქვილი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ყავის საფქვავის მეშვეობით ან მზა იყიდოთ. ზეითუნის ზეთი სხვა მცენარეული ზეთით შეგიძიათ ჩაანაცვლოთ.
- ავიღოთ ღრმა ჯამი რომელშიც ყველა ინგრედიენტის არევა მოსახერხებელი იქნება. დავასხათ თბილი წყალი (37-40 გრადუსი), შემდეგ დავუმატოთ საფუარი, შაქარი და მარილი. ყველაფერს საგულდაგულოდ მოვურიოთ სრულად გახსნამდე.
- დავუმატოთ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი და კიდევ ერთხელ მოვურიოთ, ვურიოთ იქმადე სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
- ახლა ბრინჯის ფქვილი ავიღოთ და თხევად ნარევში ჩავყაროთ. შემდეგ მცირე პორციებით სიმინდის ფქვილი დავუმატოთ. მოვზილოთ ცომი.
- ნუ შეგეშინდებათ თუ ცომი დაიშლება. ხორბლის ფქვილთან შედარებით, ბრინჯისა და სიმინდის ფქვილი ისეთ სიმყარეს არ გვაძლევს და ვერც ფორმას ინარჩუნებს. მთავარია ცომი მშრალი არ იყოს.
- ზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.|
- შემდეგ ხელებზე ზეთი წაისვით და ჯამის ფსკერსა და კედლებსაც წაუსვით. ცომი მათ აღარ მიეკრობა. მზა ცომი დააგუნდავეთ.
- ჯამს სველი პირსახოცი ან საკვები ცელოფანი გადავაფაროთ და 1-1,5 საათით თბილ ადგილას დავდგათ. კარგი ცომი გამოვა თუ სითბოს გარდა მისთვის საკმარის სინოტივესაც ვუზრუნველყოფთ.
- საათის ან საათნახევრის შემდეგ შევამოწმოთ – თუ ცომზე ბზარები გაჩნდა ესეიგი შეგიძიათ გამოიყენოთ.
- გლუტენის გარეშე მომზადებული ცომი ძალიან ნაზია, აჯობებს ის მაშინვე გაანაწილოთ ჟარუნაზე. ჟარუნას ან საცხობ ქაღალდს აუცილებლად წაუსვით ზეთი.
- აცხვეთ ისევე როგორც პიცის ჩვეულებრივი ცომი: დაახლოებით 10-15 წუთი, 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში.
სასარგებლო რეკომენდაციები
- თუ სახლში სპეციალური სამზარეულოს თერმომეტრი არ გაქვთ წყლის ტემპერატურის გასაზომად სხვა მეთოდი გამოიყენეთ. მაჯის შიდა მხარეთ ცოტაოდენი წყალი დაიწვეთეთ. თუ ის არც ციად გეჩვენებათ და არც ცხელად ესეიგი ცომისთვის შესაფერისი ტემპერატურაა.
- თუ წყლის ტეპერატურა დაბალია საფუარი გვიან გაღვივდება, ძალიან ცხელ წყალში კი საფუარი ცომს საერთოდ ვერ ამოიყვანს.
- იმისთვის, რომ პიცისთვის ფუმფულა ცომი გამოგივიდეთ ის 30 წუთით დატოვეთ ჟარუნაზე სანამ ქურაში შედგავთ.
- პროდუქტების ჩამოთვლილი რაოდენობიდან 2 პიცის ფირფიტა გამოდის. როდესაც მხოლოდ 1 გჭირდებათ, ინგრედიენტები ორზე გაყავით.
- შაქრის ნაცვლად შეგიძიათ ნებისმიერი შაქრის შემცვლელი გამოიყენოთ რომელიც თერმოდამუშავებას უძლებს.
- ყურადღება მიაქციეთ საფუარის სახეობას. მშრალი საფუარი აქტიურიც არსებობს და ინსტანტურიც ამირომ მომზადების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
- აქტიური საფუარი წინასწარ აქტივაციას საჭიროებს რძეში ან თბილ შაქრიან წყალში. ინსტანტურთან კი ყველაფერი მარტივად არის – მათი მაშინვე გამოყენება შეგიძლიათ.
თუ ცხოვრების ჯანმრთელი წესს მისდევთ ეს ცომი თქვენთვის ნადვილი აღმოჩენა იქნება. შეინახეთ თქვენი რეცეპტების სიაში რადგან მისი მომზადეა აუცილებლად მოგინდებათ!