როგორ მივხვდეთ როგორი ბარდაა ქილაში: რბილი თუ მაგარი

1030

დედამ მასწავლა რომ სახლში ყოვეთვის უნდა მქონდეს გადანახურლი კონსერვირებული ბარდის ქილა და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. სხვადასხვა სიტუაციებში ის ნამდვილად მშველის: მოვიდნენ სტუმრები და მაღაზიაში წასვლა მეზარება, თუმცა მაქვს ბარდა რომლითაც ბევრი სხვადასხვა კერძის მომზადება შეიძლება. უბრალო გულიაშით დაწყებული, საყვარელი გულიაშით დამთავრებული რომელიც ქლიავის სოუსით მზადდება.

ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა შეარჩიოთ კონსერვირებული ბარდა მაღაზიაში და მიხვდეთ რბილი ბარდაა მასში თუ მაგარი.

Photo credit: Freepik

კონსერვირებული ბარდა

ჩემთვის რბილი, ნაზი, მოტკბო და რბილი ბარდა იდეალური პროდუქტია. იმისთვის, რომ სწორედ ასეთი ბარდა შეარჩიოთ საჭიროა ყურადღება მიაქციოთმწვანე ბარდის სახეობას და მისი წარმოების თარიღს. აქ რამდენიმე წვრილმანის გათვალისწინებაა საჭირო.

Photo credit: Depositphotos

“სწორი” სახეობები და რას ნიშნავს წარწერა “აღდგენილი”

წარმოებისთვის როგორც წესი ტკბილს სახეობებს იყენებენ. ამის შესახებ ქილაზე უნდა იყოს ინფორმაცია განთავსებული, თუმცა ეს ინფორმაცია ყოველთვის არ გვხვდება ქილაზე. ასეთ შემთხვევაში ყურადღება ნახშირწყლების რაოდენობას უნდა მიაქციოთ. თუ 5 გრამი ან ნაკლებიან – ეს “წვნიანის” ჯიშის ბარდაა და შესაბამისად მაგარი იქნება. რბილ ბარდას ნახშირწყლები კი 6,5 გ და უფრო მეტი აქვს.

Photo credit: Depositphotos

კიდევ ერთი ნიუანსი. თუ ეტიკეტზე მითითებულია “აღდგენილი: ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი მშრალი ნედლეულით არის დამზადებული, მისი ფასი უფრო დაბალია ამიტომ მისი შეძენა ყოველთვის გამართლებული არ არის.

რატომ არის მნიშვნელოვანი წარმოების თარიღი

ტკბილი ბარდა მაშინ მიიღება როდესაც მას პირდაპირ მოპოვებისთანავე აკონსერვებენ. განსაკუთრებით კი ივნისში, ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში. აი რატომ: მოგვიანებით ბარდა გადამწიფებული ხდება და სახამებელი უგროვდება ამის გამო მისი გემო მომწარო ხდება.

Photo credit: Depositphotos

აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში აღებული ბარდა ძირითადად ბარის ბურღულის დასამზადებლად იგზავნება. ზოგიერთი მწარმოებელი კი არაკეთილსინდისიერად იქცევა და მათ კონსერვის დამსამზადებლად იყენებს. მათ ანკესს რომ არ წამოეგოთ აჯობებს მომზადების ტარიღსაც დახედოთ ხოლმე. თუ 06, 07, 08 თვეებშია დამზადებული აიღეთ, თუ უფრო გვიან – გვერდი აუარეთ. დამზადების სხვა თარიღები შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ ეს კონსერვი ხმელი ბარდისგან არის დამზადებული.

Photo credit: Depositphotos

როგორ მოვიქცეთ თუ შეძენილი ბარდა მაგარი აღმოჩნდა?

თუ კონსერვირებული ბარდა მომწარო არ არის მაგრამ მაგარია, შეგიძლიათ ის სოუსებში, ხილის რაგუში ან წვნიანში გამოიყენოთ. თუ მომწარო გემო აქვს – რძისა და ნივრის სოუსში მოთუშეთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბარდა სწორედ სალათისთვის გჭირდებათ არსებობს ერთი მარტივი და მოქმედი მეთოდი. ქილიდან მარინადი გადმოასხით, ბარდას მდუღარე წყალი დაასხით, ქილას პირსახოცი გადააფარეთ და გაგრილებამდე დატოვეთ. მალე ბარდა უფრო რბლი გახდება.

Photo credit: Depositphotos

საუკეთესო ვარიანტი ზაფხულში ბარდის მარინადის სახლში მომზადებაა!

ასეთი ნიუანსების ცოდნა საყიდლების დროს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, შესაბამისად იმდგაცრუებებიც ნაკლები იქნება! თქვენ როგორ არჩევთ ხარისხიან პროდუქტს? შეგიძლიათ გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიაროთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს