რატომ არ უნდა თქვათ უარი შოკოლადზე საუზმის დროს

0
499

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომელიმე საკვების მიღებას ზღუდავს. ზოგიერთი ამას მუდმივად აკეთებს. ეს ეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს და მათ, ვინც სხეულის ლამაზი ფორმებისთვის ნაკლებ კალორიას იღებს. ბევრი მეცნიერი ირწმუნება, რომ შოკოლადის სარგებელი მის ზიანს ბევრად აჭარბებს.

Paparazzi–ს რედაქცია გთავაზობთ, ერთად გავარკვიოთ, რატომ არ ღირს შოკოლადის შეზღუდვა, კონკრეტულად რომელი შოკოლადი მივირთვათ და როდის.

photo credit: unsplash

შოკოლადის სარგებელი

პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერში ოქროს შუალედი არსებობს. დღეს ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ შოკოლადის დადებით თვისებებზე, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის შემადგენლობაში უამრავი შაქარია. სწორედ ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

სხვებს უნდა გახსოვდეთ, რომ შოკოლადის სარგებელი მისი დიდი რაოდენობით მიღების საბაბი არაა. ყველაფერს საზომი აქვს და პროდუქტი სასარგებლოა, თუ ზომიერად მიირთმევთ.

ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შავი შოკოლადის მიღება ტვინის კოგნიტურ ფუნქციებზე კარგ გავლენას ახდენს. მის შემადგენლობაში ბევრი ფლავონოიდია, რომლებიც ინტენსიურ აზროვნებას და მეხსიერების ხარისხს აძლიერებენ.

გამოცდის ან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ რამდენიმე ნატეხი შავი შოკოლადი მიირთვით. ასევე სკოლაში, უნივერსიტეტში ან დამოუკიდებელი სწავლის დაწყებამდე დაგეხმარებათ.

photo credit: unsplash

გადაძღომას აფერხებს

თუ ცარიელ კუჭზე 1–2 ნატეხ შავ შოკოლადს შეჭამთ, მისი შაქარი სისხლში ძალიან სწრაფად მოხვდება. ეს ტვინს სიგნალს აძლევს, რომ შიგნით საჭმელი მოხვდა და შიმშილის გრძნობის შემცირება შესაძლებელია.

photo credit: unsplash

როცა ჩვეული მოცულობის სადილს მიირთმევთ, ტვინი სწრაფად მიხვდება, რომ ორგანიზმი დანაყრდა, ამიტომ საჭმლის მოთხოვნის სიგნალს შეწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიგნალი მაშინ მოვა, როცა სხეული უკვე გამძღარია.

რთულად ჟღერს, მაგრამ შიმშილზე პასუხისმგებელი ჰორმონები ასე მუშაობს. თუ ბავშვობაში გეუბნებოდნენ, რომ ჯერ ბორში უნდა მიირთვათ და შემდეგ შოკოლადის კანფეტი, იცოდეთ – მართლები არ იყვნენ! პირიქით უნდა გააკეთოთ!

photo credit: unsplash

განწყობას ამაღლებს

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ერთ ნატეხ შოკოლადს შეუძლია უფრო ბედნიერი გაგხადოთ. მთავარია, 1 ნატეხი მთელ ფილად არ გადაიქცეს. როგორც უკვე შეამჩნიეთ, დღეს მხოლოდ შავ შოკოლადზე ვსაუბრობთ. არანაირი რძიანი და მით უფრო თეთრი – ეს შოკოლადი საერთოდ არაა!

კაკაოს შემცველი პროდუქტების მიღება ენდორფინის, სეროტონინის და დოფამინის ცვლას აძლიერებს. ამ ჰორმონებს მრავალი ფუნქცია აქვთ, მათ შორისაა წახალისების და სიამოვნების გრძნობა. ნატურალური ანტიდეპრესანტი!

photo credit: unsplash

გულ–სისხლძარღვთა სისტემას იცავს

უამრავი სამეცნიერო ნაშრომი არსებობს, სადაც გულსა და სისხლძარღვებზე ამ ტკბილეულის სარგებლობის შესახებ საუბრობენ. რეგულარულად შავი შოკოლადის მცირე რაოდენობით მიღება გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ ჩვეულ მკურნალობას დილით, უზმოზე რამდენიმე ნატეხი „ღმერთების საკვები“ დაუმატეთ.

photo credit: unsplash

გაღვიძებაში გეხმარებათ

კაკაოსა და, შესაბამისად, შოკოლადში კოფეინი და თეობრომინი მცირე რაოდენობით შედის. რაც უფრო მუქია შოკოლადი, მით უფრო მეტია ამ ნივთიერებების წილი. ეს შეგიძლიათ თქვენდა სასარგებლოდ გამოიყენოთ: დილით სისუსტის დროს მიიღეთ, როცა ძალების მოკრეფა გჭირდებათ.

შოკოლადის მწარე გემო გემოს რეცეპტორებს ინტენსიურად სტიმულირებს. მკვეთრი გემო ნერვულ სისტემას ყოველთვის აღიზიანებს და გაღვიძებას აიძულებს.

სწორედ ამიტომ, ამ ტკბილეულის საღამოს მიღება არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროულად დაძინებას ვერ შეძლებთ და რეჟიმს დაარღვევთ.

photo credit: unsplash

ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს

ბევრი სპორტსმენი ვარჯიშამდე და შემდეგ ცოტა შოკოლადს მიირთმევს. შოკოლადი სხეულს ინტენსიური შრომისთვის განაწყობს. ვარჯიშის შემდეგ კი ორგანიზმს აღდგენაში დაეხმარება.

მასში შედის ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა: კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ანტიოქსიდანტები. სწორედ ის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სჭირდება. თუ ვარჯიშის შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენა გსურთ, ცოტა შავი შოკოლადი მიირთვით.

photo credit: unsplash

ვინ იფიქრებდა, რომ თუ დაკლება გსურთ, შოკოლადი უნდა მიირთვათ? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველაფერს ზომიერება სჭირდება.