ნაზი ფრიკადელი პომიდვრის სოუსში – კერძი, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ

1086
photo credit: YouTube

თუ ხორცის ფარში გაქვთ და არ იცით, დღეს სავახშმოდ რა მოამზადოთ, Paparazzi.ge–ს რედაქცია ერთ კარგ იდეას გთავაზობთ. ფრიკადელი პომიდვრის სოუსში ბრინჯს, პიურეს და პასტას შესანიშნავად უხდება. წვნიან, ტკბილ–მწარე გემოს ხორცის გუფთებს მიიღებთ. ჩვენ მოგვეწონა.

ფრიკადელი პომიდვრის სოუსში

ამ რეცეპტში ფრიკადელი კლასიკურისგან ცოტა განსხვავდება, რადგან ჩვეულებრივ ასეთი გუფთები ბულიონში ან წვნიანში იხარშება. ჩვენ კი მას სოუსში მოვთუშავთ, როგორც ტეფტელებს. დიახ, დიახ, ეს ორი სხვადასხვა კერძია! თუ ფარშში მარცვლეულს არ ვამატებთ, ხორცის ბურთებს ფრიკადელებს ვუწოდებთ. ხოლო თუ როგორ მოამზადებთ, თქვენზეა დამოკიდებული.

ახლა როცა სახელში გავერკვიეთ, მომზადებას შევუდგეთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ხორცის ფარში
  • 50 გრ საფანელი (შესაძლებელია, პური)
  • 1 კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 150 გრ ბულგარული წიწაკა (დამარინადებული ან ახალი)
  • 500 მლ პომიდვრის პიურე
  • მარილი, წიწაკა და შაქარი გემოვნებით
  • სანელებლები გემოვნებით
photo credit: YouTube

მომზადება:

1. აირჩიეთ ფარში, რომელიც თქვენ მოგწონთ. შეგიძლიათ ძროხის და ღორის ხორცის ნარევი გამოიყენოთ. 1 ჩ/კ მარილი, წიწაკა და თქვენი საყვარელი სანელებლები დაუმატეთ.

2. საფანელი და რძე აურიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

photo credit: YouTube

3. ფარშს რძის და საფანელის ნარევი, ასევე კვერცხი დაუმატეთ. ხელით კარგად აურიეთ.

photo credit: YouTube

4. ბოსტნეულს მიხედეთ. ხახვი დააქუცმაცეთ, ნიორი დაპრესეთ. ბულგარული წიწაკა პატარა კუბებად დაჭერით.

5. გახურებულ ტაფაზე ხახვი და ნიორი გამჭვირვალებამდე შეწვით. ამის შემდეგ წიწაკა დაუმატეთ.

photo credit: YouTube

6. ახლა ბოსტნეულს პომიდვრის პიურე დაუმატეთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ან დაკონსერვებული პომიდორი საკუთარ წვენში დააბლენდეროთ. ან სეზონზე ახალი პომიდორი დააბლენდეროთ.

7. ამ მომენტზე სოუსი ცოტა დაამარილეთ და შაქარი დაუმატეთ. მარილის და მჟავე ბოსტნეულის გემოს კარგად აბალანსებს. სოუსი სუსტ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში 7 წუთით თუშეთ.

photo credit: YouTube

ფრიკადელები მოამზადეთ

8. სანამ სოუსი თუშდება, ბურთები მოამზადეთ. წყლით სავსე თასი გვერდით დაიდეთ, რო ხორცთან მუშაობისას ხელების დასველება შეძლოთ. ფარშიდან საჭირო ზომის ბურთები გააკეთეთ. შეგიძლიათ ნიგოზზე ცოტა დიდი ზომის გააკეთოთ.

photo credit: YouTube

9. ხორცის გუფთები პომიდვრის სოუსს დაუმატეთ და ჭურჭელი ცოტა შეანჟღრიეთ, რომ სოუსი თანაბრად გადანაწილდეს.

photo credit: YouTube

10. ხორცი სუსტ ცეცხლზე ზუსტად 30 წუთით თუშეთ. ამ დროში სასურველი გარნირი მოამზადეთ, მაგალითად, პიურე, პასტა ან ბრინჯი. გარნირს პომიდვრის სოუსიც უხვად დაუმატეთ.

photo credit: YouTube

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს