დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ბორშის ოდესურ რეცეპტს. რა არის ნამდვილი ბორშის მომზადების საიდუმლო? პასუხი: კარგ რეცეპტსა და მწიკვ კარგ განწყობაში. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ წითელი ბორში უნიკალური და გემრიელი რეცეპტით.
როგორ მოვამზადოთ წითელი ბორში
ინგრედიენტები:
- 2 სტაფილო
- 2 ხახვი
- 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუშის და კამის მწვანილი
- 4-5 კბილი ნიორი
- დაფნის ფოთოლი
- 2 წითელი ტკბილი წიწაკა
- 1 კგ ძროხის გულმკერდი
- 4 საშუალო ზომის კარტოფილი
- 2 ოხრახუშის ფესვი
- 0,5 ს/კ ძმარი
- მარილი
- 2 მსხვილი ჭარხალი
- პომიდვრის პასტა
- 5-7 მარცვალი შავი და ბაჰარის წიწაკა
- 500 გრ კომბოსტო (ნახევარი თავი)
- 150 გრ მარილიანი ღორის ქონი
მომზადება:
1. ხორცი დიდ ქვაბში მოათავსეთ და 3 ლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, ქაფი მოხადეთ. მარილი, შავი და ბაჰარის წიწაკები დაუმატეთ. ხორცი ზუსტად 1,5-2 საათით ხარშეთ. როცა მზად იქნება, ბულიონიდან ამოიღეთ, მსხვილად დაჭერით და კვლავ ქვაბში დააბრუნეთ.
2. ჭარხალი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ტაფაზე 50 წვრილად დაჭრილი ღორის ქონი გაადნეთ. აქვე დაუმატეთ ჭარხალი, ძმარი და 1-2 ს/კ ხორცის ბულიონი. ჭარხალი ზუსტად 15-20 წუთით დარბილებამდე თუშეთ. დასრულებისას პომიდვრის პასტა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3.კარტოფილი ოთხად გაჭერით. ტკბილი წიწაკა თესლისგან გაასუფთავეთ და მსხვილად დაჭერით. 0,5 თავი კომბოსტო წვრილად დაჭერით. ხორცს და ბულიონს კარტოფილი, წიწაკა და კომბოსტო დაუმატეთ. 5-10 წუთის შემდეგ აქვე მოთუშული ჭარხალი დაუმატეთ. ახლა სტაფილო და ხახვი დაჭერით, ოხრახუშის ფესვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. შემდეგ ბოსტნეული ღორის ქონში შეწვით და აურიეთ – ზუსტად 5-7 წუთი. შემწვარი ბოსტნეული ბორშს დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე კარტოფილის მომზადებამდე ხარშეთ.
4. სანაყი აიღეთ და დარჩენილი წვრილად დაჭრილი ღორის ქონი, ნიორი და მწვანილი ფაფის მიღებამდე დანაყეთ. მიღებული ნარევი და დაფნის ფოთოლი ბორშს დაუმატეთ. თავდახურულ ქვაბში ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და დაახლოებით 10 წუთით გააჩერეთ.
5. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ არაჟანთან და პამპუშკებთან ერთად. თუ უფრო ცხარე ბორშის გაკეთება გსურთ, ცოტა ხნით თეფშში ცხარე წიწაკა ჩადეთ.
ოჯახის წევრები ასეთი გემრიელი კერძით სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩებიან. თუ იტყვით, რომ ბორში გემრიელი ოდესური რეცეპტით მოამზადეთ, საყვარელი ქალაქის ნოსტალგია გარანტირებულია. გემრიელად მიირთვით!