თუ დღესასწაულების შემდეგ ჭარბი კილოგრამების მატებამ ჩვენსავით დაგღალათ, შემდეგ კი კვირაობით დიეტაზე ჯდომა გიწევთ, დროა გაიგოთ თუ როგორ უნდა დაიწყოთ სწორად კვება იმისთვის, რომ თავს ისე გრძნობდეთ როგორც სოფი ლორენი აალგაზრდობაში. ვფიქრობთ, რომ წლის დასაწყისშივე რამდენიმე კარგი ჩვევის დანერგვა საკმაოდ კარგი იქნებოდა.
დღეს Paparazzi-ს რედაქცია პროფესიონალი ნუტრიციოლიგის კვებასთან დაკავშირებულ 10 რჩევას გაგიზიარებთ. ეს ინფორმაცია ნამდვილად სასარგებლოა!
როგორ დავიწყოთ სწორი კვება
საკები და წყალი
ჩვენი საკვების მონელება პირიდან იწყება. როდესაც საკვების ლუკმას ვღეჭავთ მისი ნაწილი აგდამუშავებას უკვე იწყებს. ეს ნიშნავს, რომ საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. ამ მხრივ ძალიან მომწონს გამოთქმა: “ჩვენ ის არ ვართ რასაც მივირთმევთ, არამედ ვართ ის რასაც ჩვენი ორგანიზმი ითვისებს!”
წყლის ნორმა
დღიურად მისაღები წყლის ნორმა შემდეგი ფორმულით გამოითვლება: წონის თითოეულ კილოგრამზე – 30 მილიგრამი წყალი. ნუტრიციოლოგები თბილი წყლის დალევას გვირჩევენ.
გადაუმუშავებელი პროდუქტი
აჯობებს უპირატესობა გადაუმუშავებელ, არარაფინირებულ და მარცვლოვან პროდუქტზე შეაჩეროთ. ნებისმიერი პროდუქტი რომელიც გადამუშავებულია თავის გარსსა და ბოჭკოს კარგავს, შესაბამისად სასარგებლო ელემენტებსაც. მთელმარცვლოვანი პროდუქტები უკეთ ამარაგებენ ორგანიზმს, რაც ნიშნავს, რომ შიმშილის გრძნობა უფრო იშვიათად გაგიჩნდებათ.
თხილეული
სწორი კვების ბევრი სპეციალისტი თხილს, მარწვლებსა და პარკოსნებს წყალში ალბობს. საქმე იმაშია, რომ ამ პროდუქტებში ფეტინის მჟავა შედის. ის მავნებელი არ არის, თუმცა ერთი უარყოფითი თვისება აქვს – ის ზოგიერთი სასარგებლო კომპონენტის ათვისებას აძნელებს. მაგალიტად რკინის. წყალთან კონტაქტისას კი ეს მჟავა ნეიტრალიზდება.
პარკოსნები 24 საათით უნდა ჩაალბოთ, 12 საათის გასვლის შემდეგ წყალი აუცილებლად უნდა გამოცვალოთ. თხილი და მარცვლები მთელი რამით უნდა დაალბოთ. ჩირები კი 2 საათით.
ნუ მიირთმევთ ტელევიზორის წინ
ტელევიზორის წინ საკვების მიღების მავნებლობაზე მსოფლიოს ყველა მეცნიერი ტანხმდება. ჩვენ კი ყველა შევეჩვიეთ ტელევიზორის ფონზე საუზმობასა და სადილობას. თუმცა ამისგან ვერაფერ სასარგებლოს ვერ მიიღებს.
ტელევიზორის წინ საკვები ისეთი სასიამოვნო არ არის და ზედმეტის მირთმევაც ხშირად ხდება. ეცადეთ უფრო გაცნობიერებულად იკვებოთ.
ხემსი
ხემსი – აუცილებელია. ყველა ვინც ჯანმრთეობაზე ზრუნავს, ენერგიის მარაგი დროდადრო უნდა შეავსოს. თუმცა ხემსი ბალანსირებული უნდა იყოს. მაგალითად შეგიძიათ თხილი და ხილი მიირთვათ.
ზედმეტს ნუ შეჭამთ
ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ, რომ სანამ არ შევჭამდით მაგიდიდან არ უნდა ავმდგარიყავით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ორგანიზმს, თუ აღარ გშიათ გადადეთ ჩანგალი და ჭამას ნუღარ გააგრძელებთ. აუცილებლად დაუსვით თქვენს ტავს შემდეგი კითხვა: “რისთვის ცხოვრობთ, იმისთვის რომ იცხოვროთ თუ იმისთვის რომ ჭამოთ?”
ყავა
ნუ დალევთ ყავას საკვების მირების დროს ან მისი დასრულებისთანავე. ყავის მირების გამო საკვებში არსებული რკინის 30% აუთვისებელი რჩება. დაიცადეთ საკვების მიღების შემდგომ და ყავა ამის მერე დალიეთ.
წაიკითხეთ შემადგენლობა
ნუ მოტყუვდებით მარკეტინგული ლოზუნგებით: “სწორი კვებისთვის”, “დიეტური”… შეხედეთ შემადგენლობას! შესაძლოა უშაქრო პროდუქტებში პირველ ადგილზე ლაქტოზა იდგეს.
მწარმოებლები ვალდებულნი არიან პროდუქტს შემადგენლობა დააწერონ. გარდა ამისა, ინგრედიენტები კლებადობით არიან დამატებულნი. პირველ ადგილზე ის ნივთიერება წერია რომელსაც პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს.
ბალანსირებული კვება
მნიშვნელოვანია ის რასაც ყოველდღე ვაკეთებთ და არა დროდადრო. დიეტები და მარათონები არ მუშაობენ! ფსიქოლოგების მიერ უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ შეზღუდვები საჭირო ეფექტს არ იძლევიან! შეგიძიათ საყვარელი კანფეტი მიირთვათ, თ ყოველდღე ნორმალური სახლში მომზადებული საკვებით იკვებებით და თქვენი რაციონიც დაბალანსებულია.
ახლა უკვე იცით როგორ უნდა დაიწყოთ სწორად კვება. დარწმუნებულნი ვართ ეს უნივერსალური რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ. როგორც ხედავთ ყველაფერი არც ისე რთულად არის!