აჯიკის კლასიკური რეცეპტი “ცხარე აღტაცება: ნივრითა და პომიდვრით

1788

აჯიკა – სხვადასხვა ხალხის ტრადიციული საწებელია, თუმცა, მის სამშობლოდ აფხაზეთი(საქართველო) ითვლება. საინტერესო ფაქტია ის, რომ აფხაზები აჯიკას პრაქტიკულად ნებისმიერ პროდუქტს აყოლებენ. ისინი მას არამხოლოდ ხორცისა და ბოსტნეულის კერძებს, არამედ ყველს, ნესვსა და რძის პროდუქტებსაც ატანენ.

ბევრმა არ იცის, რომ ტრადიციული აჯიკა, თავიდან, პომიდვრების გარეშე მზადდებოდა. მას ცხარე წიწაკის, სხვადასხვა ბალახისა და მარილისგან ამზადებდნენ. არსებობს თეორია, რომ სოუსი შემადგენლობაში პომიდვრის დამატება სლავი ხალხის იდეა იყო. ასე სოუსი ნაკლებად ცხარე გახდა, თუმცა თავისი გემოვნური ჯეროვნება არ დაკარგავს.

© Depositphotos

ეს გასაოცარი ცხარე პომიდვრის სოუსი ნამდვილად ღირს იმას, რომ მცირე დრო მაინც დახარჯოთ მის მომზადებაზე. ხოლო მათ, ვინც აჯიკის მომზადება არ იცის, ჩვენი რედაქცია რეცეპტს სთავაზობს:

აჯიკის საუკეთესო რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 5 კგ პომიდორი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ სტაფილო
  • 500 გ ძმარი
  • 500 გ მზესუმზირის ზეთი
  • 500 გ შაქარი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 300 გ ნიორი
  • 250 გ ჩილი წიწაკა

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, გააცალეთ ყუნწები და გაფქცვენით სტაფილო და ნიორი.

© Depositphotos

2. შემდეგ რიგრიგობით გაატარეთ ყველა ბოსტნეული ხორცსაკეპში ან კომბაინში.

© Depositphotos

3. მოათავსეთ ბოსტნეულის ნარევი ქვაბში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 150 წუთის განმავლობაში.

© Depositphotos

4. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ზეთი, შაქარი და მარილი. ხარშეთ მასა 30 წუთით.

© Depositphotos

5. ახლა უნდა დააქუცმაცოთ ცხარე წიწაკა და ნიორი.

© Depositphotos

6. ბოლოს უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ხარშეთ კიდევ 15 წუთით.

© Depositphotos

7. ბოლოს ჩაასხით აჯიკა გასტერილებულ ქილებში, შეახვიეთ თბილ საბანში და დააყენეთ სრულად გაგრილებამდე.

© Depositphotos

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს