ბუტერბროდები დედას ძველი რეცეპტების რვეულიდან

1274

Paparazzi-ს ამ სტატიაში ცხელი, ყველიანი ბუტერბროდის მომზადებას გასწავლით – ტაფაზე. რეცეპტი დედას ძველ რვეულში ვიპოვე. მისი მომზადება ძალიან მარტივია და უჩვეულოდ გემრიელი გამოდის. ის საუზმეზეც გამოგადგებათ, სადილზე და ვახშამზეც.

ცხელი ბუტერბროდი ტაფაზე – ყველით

ამ ბუტერბროდში ყველაზე მნიშველოვანი ინგრედიენტი ყველია. სწორედ ოდნავ გამდნარი ყველი ქმნის ხრაშუნა ეფექტსა და განუმეორებელ გემოს, შედეგად კერძის გემო სხვა მხრიდან იხსნება. ბუტერბროდში რაც უფრო მეტ ყველს გამოიყენებთ მით უფრო მსუყე და გემრიელი იქნება თქვენი ბუტერბროდი.

ინგრედიენტები

  • 5 ნაჭერი პური
  • 100 გრამი მაგარი ყველი
  • ქათმის კვერცხი
  • ერთი კბილი ნიორი

მომზადების წესი

1. ყველი და ნიორი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ჩაყარეთ ჯამში და ერთი კვერცხი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მიიღებთ მყარ მასას.

2. მიღებული ყველის მასა პურზე დადევით. შემდეგ ყველიანი პურის ნაჭრები ტაფაზე ყველით ქვემოთ დააწყვეთ. ბუტერბროდები შეყავისფრებამდე შეწვით.

3. ამის შემდეგ ბუტერბროდები ქაღალდის პირსახოცზე დაალაგეთ – რათა ზედმეტი ზეთი დაიწუროს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბუტერბროდი გაცივდება და შეგიძლიათ მაგიდასთან მიიტანოთ.

ასეთი ცხელი ბუტერბროდები შეგიძლიათ ცხელიც ჭამოთ და ცივიც. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს