რით ჩავანაცვლოთ ბუტერბროდებში მაღაზიის ძეხვი

174

ბუტერბროდი ძეხვით – ეს უდავოდ ყველაზე პოპულარული და მარტივი წახემსების საშუალებაა. თუმცა ფრაზა “მხოლოდ ბუტერბროდებით იკვებები” ძველებურად განკითხვის ტონით ჟღერს. მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხორცის გადამუშავებული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის მავნედ აღიარა. მაშ, რით ჩავანაცვლოთ ძეხვი?!

რით ჩავანაცვლოთ ძეხვი – სანამ ებბრაელები, ინდოელები, პოლონელები და დანიელები წყვეტენ თუ სინამდვილეში რომელია ამ კერძის სამშობლო, ჩვენ ბუტერბროდების ახალ რეცეპტებს შემოგთავაზებთ. პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხობთ თუ რა მოათავასოთ პურში იმისთვის, რომ ძველმა კერძმა ახლებური შტრიხები შეიძინოს.

  • კვერცხი და გუაკამოლე – ამ გემრიელობის სამი რეცეპტი გვაქვს.ნოყიერ და ვიტამინებით მდიდარ ავოკადოს ბუტერბროდში დამატებას თხელ ფენებად ან გუაკამოლეს სოუსის სახით გირჩევთ. ის მთელი დღის საკმარ ენერგიასა და მხნეობას მოგცემთ.
  • ქათამი და ქარის სოუსი – ქათმის ხორცი სწრაფად მზადდება, ადვილად ხელმისაწვდომია და შესანიშნავად ეხამება ბევრ პროდუქტს: ხილს, ბოსტნეულს, ყველს, სოკოს და თხილს. ამიტომ ბუტერბროდებში ქათმის ფილე ხშირად გამოიყენება, ისევე როგორც ქათმის სალათი.გამომცხვარი ან შემწვარი ქათმის გულ-მკერდი – ძეხვზე გაცილებით სასარგებლოა! მადისაღმძვრელი სახლში მომზადებული სოუსი პომიდვრით, ჩილით და კოჭათი კერძს განსაკუთრებულ პიკანტურობას შესძენს.
  • ღუმელში გამომცხვარი ღორის ხორცი და ჟოლოს სოუსი – წვნიანი და ნაზი სახლში გამომცხვარი ღორის ხორცი საზეიმო სუფრას სილამაზეს მატებს.დახვეწილი გემოს მქონე ჟოლოსა და პირშუშხას სოუსის მომზადება კი ძალიან იოლია. გათალეთ და დააბლენდერეთ პირშუშხა. დაუმატეთ ჟოლო და კვლავ დააბლენდერეთ. მიღებული პიურე ტაფაზე გადაიტანეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა ბულიონი. ხარშეთ 10-15 წუთის მანძილზე და შაქარი დაუმატეთ.
  • მოცარელა პომიდვრით და პესტოს სოუსით – ყველი მოცარელა, პომიდორი და რეჰანის ფოთლები – კლასიკური შეხამება გახლავთ.პურს კი გირჩევთ ლეგენდარული – პესტოს სოუსი წაუსვათ.
  • ჰუმუსი ჭარხლის ნაჭრებით და ყველი ფეტა – ჰუმუსის საკმაოდ სასიამოვნო ხემსია, მისი წასმა პურზეც შეგიძლიათ და მისი გარნირად მიყოლებაც შესაძლებელია. პური ტოსტერზე გახუხეთ და ჰუმუსი წაუსვით. ზემოდან გამომცხვარი ჭარხლის ფენა დაადეთ და ყველი ფეტა მოაყარეთ.

სახლში მომზადებული ჰუმუსი ყოველთვის ჯობს მაღაზიისას, ამიტომ გირჩევთ ის თავად მოამზადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს