პირადად, მე ძალიან მიყვარს კატლეტები და არ მიყვარს ხორცსაკეპი მანქანა. მიზეზი მარტივია: მისი გარეცხვა არ მომწონს. თან თანამედროვე მოწყობილობა ფარშს ძალიან წვრილად აქუცმაცებს, არადა მსურს, რომ ხორცის ნაჭერი შემხვდეს. იდეალური ვარიანტი – კატლეტები ხორცსაკეპი მანქანის გარეშე. საბედნიეროდ, უამრავი რეცეპტი არსებობს, რომლებშიც ხსნას იპოვით.
Paparazzi.ge-ს რედაქცია თავისი კულინარიული სიყვარულით ცნობილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვცდილობთ კერძის მომზადებაზე ნაკლები დრო და რესურსები დავხარჯოთ. ამის გარდა ხომ ბევრი საინტერესო რამ არსებობს. დღეს გთავაზობთ კატლეტების მომზადების მეთოდს, სადაც ხორცსაკეპი მანქანის ნაცვლად ჩვეულებრივ დანას ვიყენებთ.
კატლეტები ხორცსაკეპი მანქანის გარეშე
ინგრედიენტები:
- 500 გრ ქათმის ხორცი
- 1 ქათმის კვერცხი
- 150 გრ ყველი
- 3 ს/კ ფქვილი
- სუნელები
- ხმელი ნიორი
- საფანელი
- მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
1. ქათმის ხორცი გარეცხეთ, ზედმეტი წყალი ქაღალდის პირსახოცით მოაშორეთ. მოსახერხებელ საჭრელ დაფაზე გადაიტანეთ და დანით წვრილ ნაჭრებად დაჭერით.
2. ხორცს სანელებლები, სუნელები, მარილი, ხმელი ნიორი დაუმატეთ. შეგიძლიათ ცოტა ოხრახუში დაუმატოთ. ეს გემოვნების საკითხია, ამიტომ სანელებლების რაოდენობა თავად განსაზღვრეთ.
3. ახლა კვერცხი, ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყველის დამატების დრო მოვიდა. მსხვილ სახეხზე გახეხეთ და დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ.
4. მიღებული მასიდან კატლეტები გააკეთეთ. ძალიან დიდი ან პატარა არ გააკეთოთ. პირველ შემთხვევაში არათანაბრად შეიწვება, მეორე შემთხვევაში წვნიანობას დაკარგავს.
5. კატლეტები ტაფაზე თითოეული მხრიდან 3 წუთით შეწვით. თუ შიშობთ, რომ ტაფას დაეკვრება, წინასწარ საფანელში ამოავლეთ. მოკლედ, ამის გაკეთება აუცილებელი არაა.
რედაქციისგან
კატლეტები სუფრაზე გაიტანეთ, სანამ ჯერ კიდევ ცხელია. შეგიძლიათ ნებისმიერი სოუსი მოასხათ: პომიდვრის, მაიონეზის ან არაჟნის სოუსი. თუ გამოხატული გემო მოგწონთ, ცოტა ქინძი წვრილად დაჭერით და სქელ პომიდვრის წვენს აურიეთ. სწორედ ეს სოუსი გჭირდებათ! სხვათა შორის, ამავე მეთოდით შეგიძლიათ თევზის კატლეტების მომზადება, მაგრამ სხვა სანელებლები დაგჭირდებათ.
კატლეტები ხორცსაკეპი მანქანის გარეშე გამოადგება მათ, ვინც დროს და ნამდვილი ხორცის გემოს აფასებს. ასეთი კატლეტები წვნიანობის გამო გვიყვარს. გემრიელად მიირთვით!