რატომ არის კარგი ჭარხალთან ერთად დამწნილებული კომბოსტო

110

დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კომბოსტოს მწნილს ჭარხალთან ერთად, მომზადების სწრაფი მეთოდით! სალათისთვის რთული რეცეპტი არაა, მაგრამ ხალხური სამზარეულოს მოყვარულები სიამოვნებით მიიღებენ და შეიყვარებენ, გარანტიას გაძლევთ. კერძი ძალიან მარილიან წყალში არ მზადდება, რაც მას საკმაოდ პიკანტურს და ჯანსაღს ხდის.

ინგრედიენტებს ექსკლუზიურობაზე პრეტენზია არ აქვს. ყველაფერს, რაც გჭირდებათ, სახლში იპოვით. სამაგიეროდ, შეუდარებელი წასახემსებელი გამოვა, უამრავი ვიტამინით სავსე და სასიამოვნოდ ხრაშუნა.

დამწნილებული კომბოსტო ჭარხალთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 900 გრ კომბოსტო
  • ჭარხალი
  • ვაშლი
  • 6 კბილი ნიორი
  • 120 მლ ვაშლის ძმარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • დაფნის ფოთოლი
  • 6 მარცვალი წიწაკა
  • 700 მლ წყალი

მომზადება:

1. თავდაპირველად, მარინადი მოამზადეთ: ქვაბში წყალი ჩაასხით და შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი და ბაჰარის წიწაკა დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და გამორთეთ. ვაშლის ძმარი ჩაასხით.

2. ნიორი წვრილად დაჭერით, ვაშლი გაასუფთავეთ და ნაჭრებად, თესლის გარეშე, დაჭერით. ჭარხალი კორეული სტილით წვრილად გახეხეთ. კომბოსტო საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.

3. ლიტრიან ქილაში ბოსტნეული აურიეთ. პირველ ფენად კომბოსტო ჩადეთ, შემდეგ ნიორი, ჭარხალი და ვაშლი დაუმატეთ. ინგრედიენტების დასრულებამდე ასე გააგრძელეთ. ჩაწოლა არ დაგავიწყდეთ, რომ ფენები ერთმანეთს მჭიდროდ მიეკვრას.

4. ფენებს მარინადი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 12 საათით გააჩერეთ, უმჯობესი იქნება, თუ მთელი დღე გააჩერებთ. მცენარეული ზეთი მოასხით და სუფრაზე გაიტანეთ. კერძი მზადაა.

კომბოსტო სასურველ ხრაშუნს და ფერს შეიძენს. დანარჩენი ინგრედიენტები კერძს მხოლოდ უფრო გემრიელს გახდის.

სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან სასარგებლო სალათი ტანჯული ორგანიზმისთვის, რომელმაც ზამთარი და პანდემია გადაიტანა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთ კერძს ღირსეულად დააფასებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს