მეუღლე მთხოვდა ანტონ ჩეხოვის საყვარელი კერძების მომზადებას, გიყვებით რა გვაქვს დღეს მენიუში.

510

კარჩხანა (კარასი) – თევზებს შორის ყველაზე გემრიელის სახელს რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის წყალობით ფლობს.

სწორედ არაჟნიან კარჩხანას აღწერს მწერალი თავის მოთხორბაში “სირენა”, რომელიც შეიძლება თამამად ჩაითვალოს 19-ე საუკუნის რუსეთის სამზარეულოს ენციკლოპედიად. ჩეხოვი კერძებში კარგად ერკვეოდა და მათ ისე აღწერდა, რომ ახლანდელ ბლოგერებსაც კი გაუჭირდებოდათ.

Photo credit: Depositphotos

ჯერ მხოლოდ ეს ნაწყვეტი რად ღირს: ” როგორც კი წვნიანის მირთმევას დაასრულებთ, აუცილებლად მოითხოვეთ თევზის კერძი. თევზეულს შორის ყველაზე საუკეთესოა – შემწვარი კარასი არაჟანში; იმისთვის, რომ ამ თევზს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, საჭიროა ცოცხალი თევზი, მთელი დღე-რამე რძეში გააჩეროთ”.

Photo credit: GettyImages

“ალუბლების ბაღისა” და “სამი დის” ავტორი, სამყაროს 1860 წლის 29 იანვარს მოევლინა, ტაგანროგის პროვინციის პაწაწინა სახლში.

Photo credit: Depositphotos

მწერლის მამა ბაკალეას ყიდდა. ამიტომ ბიჭს ადრეული ასაკიდან შაქარი, ყავა, ყველი და პროვანსული ზეთის ბოთლები ერტყა გარს.

მოგვიანებით ჩეხოვმა თქვა:”ის ვინც კვებას საჭირო ყურადღებას არ აქცევს, ვერ ჩაითვლება ნამდვილ ინტელიგენტად”. მის შემოქმედებაში ამ ფრაზის მკიცებულებების ძიებაზე დიდი დრო არ დაგჭირდებათ.

Photo credit: Depositphotos

კერძების მრავალფეროვნება და მათი აღწერის სტილი ნამდვილად გასაოცარია. “საუკეთესო მეორე კერძი ქაშაყია. ჩაკბეჩთ ქაშაყს ხახვითა და მდოგვის სოუსით, გადაყლაპავთ და მიირთმევთ ხიზილალას… შემდეგ აყოლებთ ბოლოკის მარილიან ნაჭერს, შემდეგ ისევ ქაშაყს… ნეტარებაა!”

Photo credit: GettyImages

ან მაგალითად ასე: ” აიღეთ ხიზილალა, მწვანე ხახვი, პროვანსის ზეთი, ყველაფერი აურიეთ და ლიმონის წვენი მოასხით. მომაკვდინებელი სიამოვნებაა! მარტო არომატისგან შეიძლება გაბრუება!”

Photo credit: Depositphotos

ხემსიდან ძირითად კერძებზე გადავიდეთ: “კულიბაკის ღვეზელი (იგულისხმება ღვეზელი ძირითადად თევზის ან ხორცის გულსართით) მადისაღმძვრელი უნდა იყოს. შეხედვისას უნდა გაცდუნებდეს. მოკბეჩისას ემოციები უნდა გავსებდეს. ჭამის დროს გულსართის ცხიმს და ზეთის წვეთებს უნდა გრძნობდე. წვნიანი გულსართი კვერცხით, ხახვით, შიგნეულით…”

Photo credit: Depositphotos

ღვეზელის შემდეგ წვნიანის დროა: ” შჩი ცხელი და ცეცხლოვანი უნდა იყოს. შესანიშნავია მჟავის წვნიანიც შიგნეულითა და ახალგაზრდა ნაჭრებით. თუ წვნიანი გიყვართ, მაშინ მათ შორის ყველაზე საუკეთესო ის გახლავთ რომელსაც ბევრი ფესვეული და მწვანილი აქვს: სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, სატაცური…”

Photo credit: GettyImages

აუცილებელი არ არის ვანგა იყოთ, იმის მისახვედრად, რომ ასეთი აღწერების შემდეგ მკითხველის მადა იღვიძებს. ამიტომ დროა ანტონ ჩეხოვის საყვარელი კერძის მომზადებას შევუდგეთ – კარასი არაჟანში ჩეხოვის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კარჩხანა
  • 5 ცალი კარტოფილი
  • 4 თავი ხახვი
  • 1 ლიტრი რძე
  • 1 სუფრის ჭიქა არაჟანი
  • კამის კონა
  • 70 გრამი გაყინული კარაქი
  • ფქვილი თევზის შესაწვავად

მომზადების წესი

  1. ცოცხალი თევზის რძეში მოთავსება ალბათ არ გამოგვივა რადგან ძირითადად გაყინულ თევზს ვყიდულობთ. თუმცა თუ ჩეხოვის რჩევას მივსდევთ ვეცადოთ ყველაფერი ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულად გავაკეთოთ. ამისთვის თევზი რძეში გააჩერეთ.
  2. შემდეგ თევზს მარილი, წიწაკა და თქვენი საყვარელი სუნელები შეაზილეთ. გააშრეთ და გარკვეული დროით გააჩერეთ.
  3. ხახვი და კარტოფილი წრიულად დაჭერით.
  4. შეწვით კარაქში სრულ მზაობამდე.
  5. კარტოფილი და ხახვი თანაბარი ფენით კარაქმოსმულ ჟარუნაზე დადევით. მარილი მოაყარეთ.
  6. იმავე ტაფაზე რომელშიც თევზი შეწვით, ფქვილში ამოვლებული კარჩხანა შეწვით – ქერქის გაოქროსფრებამდე.
  7. კარჩხანა კარტოფილისა და ხახვის ბალიშზე დადევით. მოასით არაჯანი. ზემოდან გაყინული კარაქი დაახეხეთ.
  8. ტაფა(ჟარუნა) 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით. დაახლოებით 40 წუთის მანძილზე აცხვეთ.
  9. კარჩხანა არაჟანში მზად არის. ისინი კამით და ლიმნის ნაჭრებით მორთეთ და სუფრასთან მიიტანეთ.

ეს კერძი პირდაპირ ჩეხოვის მოთხრობიდან გახლავთ. იმედი გვაქვს მოგეწონებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს