კარტოფილის კატლეტები ოლგა მატვეის რეცეპტით: ძილის წინ ორმაგად გემრიელია

3905
Photo credit: Depositphotos

ყველა არ მარხულობს, მაგრამ ამჯერად ოჯახში ცდა გადავწყვიტეთ. თან ოლგა მატვეის რეცეპტებით შეგიძლიათ ხორცზე უარი მარტივად თქვათ. გუშინ მისი რეცეპტით კარტოფილის კატლეტები სოკოთი მოვამზადე და კინაღამ ენა გადავყლაპე, იმდენად გემრიელია!

Paparazzi.ge-ს რედაქცია გიზიარებთ სოკოთი ფარშირებული კარტოფილის კატლეტების რეცეპტს, რომელიც გემოთი ხორციანს ჰგავს. მოეწონება როგორც ვეგეტარიანელებს, ასევე ხორცისმჭამელებს!

Photo credit: Depositphotos

კარტოფილის კატლეტები სოკოთი

ინგრედიენტები:

  • 6 მოხარშული კარტოფილი
  • 200 გრ სოკოს მწნილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ ყველი
  • 30 გრ კარაქი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 30 გრ კამა
  • 3-4 ს/კ მანანის ბურღული

მომზადება:

1. მარილიან წყალში კარტოფილი მოხარშეთ და მისგან კარტოფილის პიურე გააკეთეთ.

Photo credit: Depositphotos

2. პიურეს კვერცხი, კარაქი და გახეხილი ყველი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ ფქვილი და წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი წებოვანი და რბილი უნდა გამოვიდეს.

Photo credit: Depositphotos

3. დამწნილებული სოკო მცირე ნაჭრებად დაჭერით.

სამუშაო ზედაპირს ცოტა მანანის ბურღული მოაყარეთ. მასზე 1 ს/კ კარტოფილის ცომი მოათავსეთ და კვერი გააკეთეთ. შუაში სოკო ჩადეთ, შემდეგ შეკარით და კატლეტი გააკეთეთ.

Photo credit: Depositphotos

4. კატლეტები მანანის ბურღულში ამოავლეთ. მანანის ბურღულის ნაცვლად შეგიძლიათ ფქვილი გამოიყენოთ. ასევე საფანელად შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქვილი ორცხობილა. ამავე პრინციპით დარჩენილი ცომიდან კატლეტები გააკეთეთ.

Photo credit: Depositphotos

5. კატლეტები მცენარეულ ზეთში გახურებულ ტაფაზე შეწვით. თითოეული მხრიდან დაახლოებით 5-6 წუთით. ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

Photo credit: Depositphotos

6. ესეც ასე, კატლეტები კარტოფილის პიურეთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

კარტოფილი ნებისმიერი სახით მიყვარს. ადრე ვფიქრობდი, რომ დრანიკებზე უკეთესი არაფერია. აღმოჩნდა, რომ არის! კარტოფილის კატლეტები სოკოთი და ყველით ოლგა მატვეის რეცეპტით უგემრიელესია. რეცეპტს ცოტა შემწვარი ხახვი დავუმატე. ასე უფრო გემრიელია.

სუფრაზე არაჟანთან და კიტრის მწნილთან ერთად გაიტანეთ. დაჟინებით გირჩევთ მოამზადოთ, ოჯახის წევრები თქვენს შრომას სათანადოდ დააფასებენ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს