დღეს დილით ოჯახის წევრებმა გუშინდელი რულეტის მეორედ გამოცხობა მთხოვეს. აი, რეცეპტიც

295

ფუმფულა და სწრაფად მოსამზადებელი რულეტი შესანიშნავი გზაა ოჯახის წევრების ტკბილეულით გასანებივრებლად. ყაყაჩოს შიგთავსი კი რულეტს უჩვეულო და დასამახსოვრებელ გემოს აძლევს.

სხვათა შორის, მაღაზიაში ნაყიდი ყაყაჩოიანი რულეტები არც ისეთ სასიამოვნო სურპრიზებს მოგიტანთ. ხანდახან, ეს შესანიშნავი პროდუქტია, ხანდახან კი გაუგებარი რამ შეგვხვდება ხოლმე: ხმელი და ძალიან ცოტა შიგთავსით. ამიტომ, გირჩევთ, დესერტი ამ რეცეპტით მოამზადოთ.

ყაყაჩოს რულეტი

რულეტის ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 200 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • ვანილინი
  • მწიკვი მარილი
  • კაკაო მოსართავად

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 30 მლ რძე
  • 5 ს.კ. ყაყაჩო
  • 3 ს.კ. მანანის ბურღული
  • 3 ს.კ. შაქარი

მომზადება

1. შეურიეთ თასში კვერცხი და შაქარი, ვანილი და მარილი.

Photo credit: Depositphotos

2. ათქვიფეთ ფუმფულა მასის მიღებამდე.

3. შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი.

4. საცრის გავლით, ულუფებად დაუმატეთ ფქვილი კვერცხის მასა. ურიეთ ნიჩბით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი და მოათავსეთ მასზე მიღებული ცომი.

6. აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.

7. სანამ რულეტის ბისკვიტი მზადდება, მოამზადეთ კრემი.

8. შეურიეთ კრემის ყველა ინგრედიენტი ქვაბში, აადუღეთ. ხარშეთ გასქელებამდე ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ.

9. გამოიღეთ ღუმელიდან რულეტის მზა ბისკვიტი. დაახურეთ საცხობი ქაღალდი. გადაატრიალეთ, მოხსენით ქაღალდი და დაახვიეთ რულეტად.

10. გააგრილეთ, შემდეგ გაშალეთ, წაუსვით კრემი და ისევ რულეტად დაახვიეთ.

11. სილამაზისთვის, მოაყარეთ რულეტს კაკაოს ფხვნილი.

ძალიან სწრაფი და გემრიელი რულეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით, წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს