სამზარეულო მოწყობილობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჭურჭლის მაღაზიებში თვალები გვიჭრელდება. ხშირად, მე არ მესმის, რა საჭიროა ზოგიერთი მათგანი. ადრე ასე იყო? ბებიასა და დედას ნახმარ მოწყობილობებს დღემდე ვიყენებ, უკვე რამდენი წელია! Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ რამდენიმე ძველ მოწყობილობას, რომლებსაც დღესაც მოაქვს სასარგებლო.
1. ნივრის საჭყლეტი
საიმედო ხელსაწყო, რომელიც კიდევ არაერთ წელს გაძლებს. მისი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია: მოათავსეთ გაფცქვნილი ნივრის კბილი ხვრელში და დააჭირეთ. ხვრელებიდან ნივრის რბილობი გამოვა. ბევრი ამ ხელსაწყოს თხილის გასატეხავადაც იყენებს, რადგან იგი უნივერსალური და გამძლეა.
2. მექანიკური ხორცსაკეპი
როგორც არ უნდა იუაროთ, თანამედროვე ხორცსაკეპი ამას ვერ ჩაანაცვლებს. ფარშის მოსამზადებელი ელექტრომოწყობილობა ძალას დაგიზოგავთ, მაგრამ უფრო ხშირად ფუჭდება და ძვირი ღირს. ხელის ხორცსაკეპი ასეთ პრობლემას არ ქმნის. საბჭოელი დიასახლისები ამ მოწყობილობას ორცხობილების მოსამზადებლადაც კი იყენებდნენ.
3. კურკის გამცლელი
ყველაზე უსიამოვნო და მოსაწყენი საქმიანობა მურაბის მომზადების პროცესში კენკრიდან კურკების ხელით გამოღებაა. ნებისმიერ საბჭოთა სამზარეულოში, ამისთვის განსაკუთრებული ხელსაწყო არსებობდა – კურკის გამცლელი. იგი დროსა და ძალას უფრთხილდება.
4. საბჭოთა კონსერვის დანა
ასეთ ხელსაწყოს დღესაც იპოვით დახლებზე, თუმცა, ხარისხით საბჭოთა პროდუქტს არაფრით შეედრება. თანამედროვე დანები უფრო სწრაფადაც ფუჭდება და ქილასაც არასწორად ხსნის. ხშირად, სახურავი იღუნება და იხვრიტება. ვისაც მემკვიდრეობით ასეთი სახსნელი ეგდო, მასზე არასდროს წუწუნებს!
5. რძის მცველი
ესაა დასადგამი, რომელსაც ჭურჭლის ფსკერზე დებენ, შემდეგ კი რძეს ასხამენ და ისე ადუღებენ. როცა რძე გაცხელდება, ეს ხელსაწყო ხმაურს იწყებს. ამიტომაც უწოდებენ მცველს – რძე ვერსად გაიქცევა, მაშინაც კი, თუ გახედვა მოასწარით.
6. კავი ტაფისთვის
ამ მოწყობილობას სატაფესაც უწოდებდნენ. იგი დღემდე გამოიყენება იმ ტაფებისთვის, რომლებზეც მწარმოებლებმა სახელურები არ გაითვალისწინეს.
7. საპელმენე
საბჭოთა მოწყობილობას, რომელიც ალუმინისგან მზადდებოდა, დღემდე იყენებენ. ესაა ერთგვარი ხვრელებიანი ზედაპირი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს პელმენების ძერწვის პროცესს. არსებობს ამ მოწყობილობის თანამედროვე ანალოგებიც, ოღონდ ისინი იაფფასიანი პლასტმასისგან მზადდება და ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება საბჭოთა ვარიანტს.
თუ სამზარეულოში ეს მოწყობილობები გაქვთ, ნუ გადაყრით. ისინი დღესაც ძალიან გამოგადგებათ – თანამედროვე ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.