დღეს ჩემი ოჯახის წევრებს ჩაისთან ერთად აღმოსავლური თხილიანი ტკბილეული მივართვი. თანაც, ნაყიდი კი არა, ჩემი ხელით მომზადებული! რამდენიმე დღის წინ, კაფეს კონდიტერს დავტყუე ეს რეცეპტი. მსგავსი ბაქლავა დესღაც თურქეთში გავსინჯე პირველად, თუმცა, ეს გაცილებით გემრიელია.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ აღმოსავლური ბაქლავის მომზადების ინსტრუქციას. ჭამას ვერ შეწყვეტთ!
ბაქლავის რეცეპტი
ცომის ინგრედიენტები:
- 200 მლ თბილი რძე
- 1 კვერცხი
- 1 კვერცხის გული
- 120 მლ ზეთი
- 450 გ ფქვილი
- 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
- მწიკვი მარილი
- ხორბლის სახამებელი ცომის გასაბრტყელებლად
გულსართის ინგრედიენტები:
- 300 გ ნიგოზი
- 1 კვერცხის ცილა
- 150 გ დამდნარი კარაქი
სიროფის ინგრედიენტები:
- 500 გ შაქარი
- 500 მლ წყალი
- 0.5 ჩ.კ. ლიმონმჟავა
მომზადება
1. შეურიეთ თბილ რძეს ზეთი, კვერცხი და 1 კვერცხის გული, არ დაგავიწყდეთ მწიკვი მარილიც. ჩაასხით ვაშლის ძმარი და მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
2. ჩაყარეთ ფქვილიც და მოზილეთ ცომი ხელებით. ცომი რბილი, დამყოლი უნდა იყოს და ხელებს არ უნდა ეკრობოდეს. დაამრგვალეთ ცომი, დაახურეთ თავსახური ან ხელსახოცი და გააჩერეთ 20 წუთით.
3. სიროფის მოსამზადებლად, სარძევე ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და დაუმატეთ ლიმონმჟავა. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ.
4. გულსართის მოსამზადებლად, დანით დააქუცმაცეთ ნიგოზი. დაუმატეთ კვერცხის ცილა და მოურიეთ.
5. დაყავით ცომი 5 ნაწილად. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ. ხორბლის სახამებელი მოაყარეთ ზედაპირს და ცომი ძალიან თხლად გააბრტყელეთ.
6. გაბრტყელებული ცომი მოჭმუჭნეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, კიდეებში კი 0.5 სმ დაუტოვეთ თავისუფალი. შუაში, თანაბარი დაშორებებით მოათავსეთ ნიგვზის გულსართი.
7. ფრთხილად დაახურეთ შიგთავსს ცომის თავისუფალი კიდეები და დაჭერით ულუფებად. თითოეული ნაჭრის კიდეები შეაწებეთ, ერთგვარი რომბი გამოძერწეთ. დაალაგეთ ბაქლავა საცხობ ლანგარზე, შემდეგ წაუსვით თითოეულ მათგანს დამდნარი კარაქი.
8. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. სანამ ტკბილეული ჯერ კიდევ ცხელია, მოასხით სიროგი. შეგიძლიათ, ზემოდან დაქუცმაცებული ფისტა მოაყაროთ. დააყენეთ ნამცხვარი მთელი ღამით, კარგად რომ გაიჟღინთოს.
9. სულ ესაა, აღმოსავლური ტკბილეული მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თქვენ მოგიმზადებიათ ბაქლავა? როგორია თქვენი რეცეპტი?