დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ თქვენთვის მოამზადა უგემრიელესი ღორის ქონის (სალას) რეცეპტი. მასში გათვალისწინებულია ხახვის კანის მარინადიც. ხახვის კანი ნატურალური საკვები საღებავია, რომელიც აღდგომაზე კვერცხსაც უპრობლემოდ შეღებავს. ღორის ქონი კი ამ პროდუქტისგან იღებს მადისაღძვრელ შეფერილობას, ამიტომ, არამხოლოდ გემოს რეცეპტორებს, არამედ თვალსაც გაახარებს და ძალიან ელეგანტურადაც გამოიყურება სუფრიდან.
ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი ცხიმიანი ნაწილი გამოდგება. ამ რეცეპტით ღორის ქონს ჯერ კიდევ ძველ დროში ამზადებდნენ, თუმცა, დღეს უკვე შეგვიძლია, საბოლოო კერძის გემო გავაუმჯობესოთ სასურველი ინგრედიენტებით.
გემრიელი ქონი ხახვის კანში
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის ქონი, ხორცის ფენით
- 100 გ და 1 ს.კ. მარილი
- 9 დაფნის ფოთოლი
- 8 პილპილის მარცვალი
- 150 გ ხახვის კანი
- 1 თავი ნიორი
- შავი და წითელი წიწაკები
მომზადება
1. კარგად გარეცხეთ ღორის ქონი, შემდეგ ხახვის კანი. გააშრეთ ხორცი, კანს კი დაასხით სუფთა წყალი და დადგით ცეცხლზე. აადუღეთ.
2. მოათავსეთ ღორის ქონი ხახვის კანით სავსე ქვაბში, დაუმატეთ წიწაკები და 100 გ მარილი. ხარშეთ 30 წუთით, წყლის ადუღების შემდეგ.
3. დააქუცმაცეთ დაფნის ფოთლები და შეურიეთ დაჭყლეტილ ნიორს. შეგიძლიათ, საყვარელი სუნელები და 1 ს.კ. მარილი დაუმატოთ.
4. აცადეთ ხორცს ბულიონში გაგრილება. შემდეგ შეაზილეთ სუნელების მომზადებული ნარევი. ახლა ქონი უნდა გაახვიოთ პერგამენტის ქაღალდში და ღამით მაცივარში უნდა შედგათ. კერძი მზადაა!
სხვათა შორის, ადამიანთა უმეტესობას გამოუმუშავდა მტკიცე სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ, რამდენადაც სალა ცხიმია, იგი აუცილებლად ასუქებს ადამიანს. რეალურად, ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ებრძვის ცელულიტს. რომ იცოდეთ, სალაზე დაყოლებული პური უფრო გასუქებთ, ვიდრე თვითონ სალა. პური ხომ შედგება ნახშირწყლებისგან, რომლებიც ჩვენს ფიგურაზე ახდენს გავლენას.
მზა კერძი გადადეთ საყინულეში, პერგამენტიანად. სასურველ დროს ამოიღეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად, რამდენიც დაგჭირდებათ. გემრიელად მიირთვით!